ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

სანაკრებო პაუზაც დასრულდა და ახლა დეკემბრის ჩათვლით საკლუბო ფეხბურთზე უნდა გადავერთოთ.. იუვენტუსი ხვალ სპალს დაუპირისპირდება და გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“რონალდუს თემაზე ბოლო პერიოდში ისევ აგორდა საუბრები.. ბევრი მეკითხება თუ რატომ არ არის იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელზე ნომინირებული.. ბოლოს ეს 10 წლის წინ მოხდა.. სათქმელი ამ მხრივ არაფერი მაქვს, რადგან ინფორმაციაც კი არ მაქვს მოცემულ თემაზე.. ჩვენთვის იგი უდაოდ საუკეთესოა. მთავარია რომ კარგ ფორმაში იმყოფება და მოახლოებული დაპირისპირებისთვის ბეჯითად მუშაობს.

დიბალა გუნდთთან ერთად იზრდება.. ფაქტია რაც უფრო ემატება წლები მით უფრო ბევრი სირთულება ხვდება, მაგრამ არგენტინელი გამორჩეული ფიგურაა.. მან იცის როგორ უნდა გაუძლოს წნეხს და განაგრძოს პროგრესირება.. მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ახლა მთავარია ის, სხვა თანაკლუბელებთან ერთად მარტს იდეალურ კონდიციებში შეხვდეს.

ნახევარდაცვის ზონაში ბოლო ხანებში გარკვეული პრობლემები კი შეიმჩნევა, მაგრამ დრამატიზირებაც არ გვინდა.. გვყავს ბენტანკური, დაგვიბრუნდა ემრე ჯანი რომელიც 1-2 კვირაში სრულ მზადყოფნაში იქნება.. დიახ ხედირა დაგვაკლდა, მაგრამ მატუიდი დღეს შემოგვიერთდა დასვენების შემდეგ.. ფორმაშია პიანიჩი.. მირალემი ბოლო ხანებში უფრო სერიოზულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.. მან მნიშვნელოვნად დახვეწა თამაში მაღალ ბურთებზე.. ყოველთვის კარგი იყო მოკლე გადაცემებზე, მაგრამ ახლა მას კიდევ ერთი დიდი კომპონენტიც შეემატა!

მატუიდი და მანჯუკიჩი გუნდს ამ სეზონში ყველაზე გვიან შემოუერთდნენ, რადგან მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდხანს დაყვეს.. ფრანგს სეზონის სტარტზე გუნდშიც ბევრ თამაში მოუწია მონაწილეობის მიღება.. ამიტომაც დაეწყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური კრიზისი.. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის სამ დღიანი დასვენების საშუალება მიგვეცა.. ანალოგიური იყო სუპერ მარიოს შემთხვევაშიც..

დაცვის ხაზში ვინ ითამაშებს რთული სათქმელია.. კიელინის კი ემატება ასაკი, მაგრამ ასაკთან ერთად მისი საჭიროება კიდევ უფრო მეტად მატულობს.. თუმცა, ბოლო პერიოდში ნაკრებშიც და გუნდშიც საკმაო რაოდენობის მატჩი დაუგროვდა.. შესაბამისად არ გამოვრიცხავ მინდორზე სხვა ვიხილო.. რუგანის გამო ბევრს მაკრიტიკებენ.. თუმცა, მე იუვეს ინტერესებს ვიცავ და არა იტალიის ნაკრებისას.. აძურიზე უშუალოდ ბატონმა მანჩინიმ უნდა იფიქროს..

დანიელეს ხშირად ვაქებ რადგან იგი უდაოდ გამორჩეულია.. იუვეში მუდამ უნდა თამაშობდეს 5 მაღალი დონის მცველი.. უბრალოდ არის რიგი მატჩები სადაც მესაჭიროება ბონუჩის ან კიელინის მახასიათებლები.. არის თამაშები სადაც მეტად გამოსადეგი რუგანია ან ბენატია..

სხვათაშორის იგივე ითქმის შეტევის ხაზზეც.. საერთო ჯამში რომ შევხედოთ რონალდუ, დიბალა და მანჯუკიჩი ერთად კარგად მოქმედებენ.. დიბალა პროდუქტიულად ეხმარება ნახევარმცველებსაც და მცველებსაც რომელთაც რთული დავალებების შესრულება უწევთ.. მეორეს მხრივ მინდორზე კოშტას და ბერნარდესკის ყოლა თამაშის კუთხით დიდ შვებას გვძენს, რადგან მათ ბურთის გათამაშება უკეთ ეხერხებათ.

მეტოქეზე ვიტყვი, რომ კარგი გუნდია.. საჭირო ქულები აიღო და იტალიაში იოლად არავინ არაფერს დათმობს.. ჩვენის მხრივ ვალდებულები ვართ მოვიგოთ, ხოლო შემდეგ ვალენსიასთან ლიგის პლეი-ოფის საგზური გავიფორმოთ.. დეკემბრამდე კი კონცენტრირება შიდა პირველობაზე მოვახდინოთ, რადგან წინ უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი გველის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x