ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქსი მატჩზე, ფეხბურთელებზე და რამოსის თემაზე..

შეშლილმა მაქსმა გუნდი შეაქო.. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე სერხიო რამოსის ვითომდა და დოპინგის მიღებასთან დაკავშირებით იგნორით უპასუხა:

“პირველ რიგში შევაქებ ბიჭებს, რომლებიც საქმეს დიდი პროფესიონალიზმით შეუდგნენ.. მატჩი იოლი არ იყო, რადგან მეტოქე საწყის წუთებში ხისტად გვეთამაშებოდა მოედნის ცენტრში.. საკმაოდ კარგი და გააზრებული მოქმედებები ჰქონდათ, რითაც ჩვენს ზონებს შორის საჭირო პოზიციებს პოულობდნენ..

ბენტანკურმა და პიანიჩმა კარგი სამუშაო გასწიეს.. ის ფაქტი, რომ ბურთი სწრაფად მოძრაობდა ჩვენს ზონებში სწორედ მათი დამსახურებაა.. როდრიგოზე ვიტყვი, რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ურუგვაელი ახალ საფეხურზეა ასული..

კარგი იყო კოშტაც.. მან პრინციპში სეზონიც მაღალ ნოტაზე დაიწყო, რის შემდეგაც დისკვალიფიკაციას და ტრავმას შეეჩეხა.. ასეთი რამ ხდება, მთავარია მორალურად არ გატყდე და მოძრაობა განაგრძო.. მიხარია რომ ბრაზილიელს საჭირო ნერვები აქვს.. იუვესთვის მისი ენერგია ძალზედ საჭიროა..

დიბალას დასვენების საშუალება მივეცი, ასევე სხვა ფეხბურთელებს რომლებიც სკამზე იყვნენ.. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ვერაფერს ვიზავთ.. არჩევანს კონკრეტულ შეხვედრაში ძალების კუთხითაც ვაფასებ, მაგრამ უპირატესი მაინც ინდივიდუალური მახასიათებლები და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.. გამორიცხულია თითოეულ შეხვედრას ყველა ერთნაირად მიუდგეს..

განსაკუთრებული კონკურენცია ახლა დაცვის ხაზშია, სადაც ხუთი უდაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი მყავს.. თამაში მონაწილეობა მხოლოდ ორს ძალუძს და ამ მხრივ სერიოზული არჩევანის წინაშე ვიმყოფები ყოველი დაპირისპირების წინ.. ვცდილობ საუკეთესო ავარჩიო, მაგრამ ის ვინც სკამზე რჩება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებია ან გუნდი მათ ნაკლებად ენდობა.

რამოსის ინციდენტი დოპინგთან დაკავშირებით? არ ვინტერესდება.. ეს მატჩი ორი წლის წინ იყო და ახლა სპალთან ჩატარებულ მატჩზე ვფიქრობ, ხოლო ხვალიდან ლიგაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვიფიქრებ.. აქვე მსურს მაცარის მალე სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

და მაცარის რა ჭირს,ალბათ ვალტერ მაცარია,სადაა ვაფშე ეგ მწვრ
ტნელი და რა დაემართა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Kritikuli dgeebi visac aqvs imati mxardasacheri aqcia iyo. Solidaroba

lasha khvichia
khvichia
5 years ago

ლოყაზე რომ რაგაცა ესვატ რა პონტი იყო ?

ტრიდე
ტრიდე
5 years ago
Reply to  khvichia

ქალების მიმართ იყო სოლიდარობა როგორც მე ვიცი

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x