ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაძეტას პროგნოზი სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით

აქედანვე უნდა ითქვას, რომ გუნდს ნახევარდაცვის ზონაში პრობლემები აქვს:

პრობლემები რომელიც საკადრო ფაქტორებიდან არის წამოსული.. განაცხადს, რომ შევხედოთ ნათლად დავინახავთ რომ ალეგრის განკარგულებაში რეალურად მხოლოდ სამი შუახაზელი იმყოფება..

პიანიჩი, ბენტანკური და სამ დღიანი შვებულებაში მყოფი ბლეზ მატუიდი.. თუმცა, წინასამატჩოზე შეშლილმა მიანიშნა რომ მის სქემაში ადგილი ექნება 4 და 3-ს.. ანუ იგულისმება კონკრეტულ ზონაში მოთამაშე ფეხბურთელთა რიცხვი..

კარს შესნი დაიცავს და ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია.. პოლონელი კარის დარაჯი ალეგრისგან სრული ნდობით სარგბელობს..

დაცვაში სასტარტოში დაბრუნებას უნდა ველოდოთ კანსელუსას.. დაანონსდა ასევე კიელინის დაბრუნება რომელიც ლეონარდო ბონუჩის შეუწყვილდება.. მარცხივ უალტერნატივოა სანდროს ყოფნა..

შუახაზში კი ზუსტად იმ სამეულს უნდა ველოდოთ, რომელიც ამ ეტაპზეა ხელმისაწვდომი და კერძოდ ბენტანკურს, პიანიჩს და მატუიდის..

რაც შეეხება შეტევას.. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარუდოდ რომ სქემა იქნება 1-2.. დიბალა აქტიურად დაეხმარება გუნდს დაცვიდან ბურთის დროულ ამოტანაში და შესაბამისად შეასრულებს ზონებს შორის მყოფი ტრეკუარტისტას როლს..

წინა დუეტი მანჯუკიჩი-რონალდუ იქნება.. დუეტი რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად ირჯება როდესაც მოედანზე იმყოფებიან..

1 thought on “გაძეტას პროგნოზი სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.