ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“უპირველესყოვლისა გეტყვით, რომ მატუიდი და კიელინი ბრუნდებიან.. სქემა არ იქნება 4-3-3 მაგრამ 4-3 -ს მოდულში ადგილი უდაოდ ექნება.. არ არის იოლი კუადრადო-კოშტასგან რომელიმეს სკამზე დატოვება, მაგრამ ეს უკვე კარგი შეტყობინებაა.. რამდენიმე დღეში ჩვენ ყველაფერთან ერთად ბერნარდესკი და ჯანიც დაგვიბრუნდებიან!

დე შილიოს მცირე დაზიანება აქვს და ახლა თადარიგში მხოლოდ სამი ცენტრალური მცველი გვყავს.. მსურს შევაქო რუგანი რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზდა მცველია და არამარტო იტალიაში..

სკუდეტოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა.. 29 დეკემბრის ჩათვლით ჩვენ უამრავი მძიმე მატჩი გველის.. მარათონი რომელიც შედგება დაპირისპირებებისგან ინტერთან, ფიორენტინასთან, რომასთან და ატალანტასთან..

თუმცა, ახლა დროა ჯერ ლიგაზე და ვალენსიასთან მატჩზე ვიფიქროთ, რომელიც დარწმუნებული ვარ გარკვეული იმედებით გამოვა მინდორზე.. შესაბამისად ამ შეხვედრაში ჩამოძინება არ შეიძლება.. იუნაიტედმა მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა, რამაც კარგად იმოქმედა.. საგულისხმოა ასევე, რომ უკანასკნელ 10 შეხვედრაში ღამურებმა 1 მარცხი იწვნიეს და ვნახოთ როგორი სტატისტიკა ექნებათ მე-11 დაპირისპირების შემდეგ..

დიბალა? მისგან და დანარჩენი გუნდისგან შედეგიან ასპარეზობას ველი. ფაქტია, ბოლო ხანებში კონტრ შეტევებზე უკეთ გამოვიყურებით.. მაგრამ მოსამატებელი გვაქვს შეტევაში თამაში.. არის ეპიზოდები როდესაც გადაწყვეტლება სწრაფად უნდა მივიღოთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x