ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრიმ შეხვედრა დეტალურად განიხილა

შეშლილმა მეტოქე შეაქო:

“ვამბობდი, რომ მეტოქე ჩინებულ ფორმაშია და ჩემი სიტყვები ამ მატჩის მერეც დადასტურდა. ესპანელებს კარგად ორგანიზებული და ტაქტიკურად განსწავლული გუნდი ჰყავთ.. ესპანელებთან ჭიდილი ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ღამურები იყვნენ..

მაგალითისთვის რომ ავიღოთ ატლეტიკო არის ფიზიკურად ძლიერი, ხოლო ვალენსია ტაქტიკურად.. შესაბამისად მათი პრიორიტეტი არის მინდორზე თავისუფალი ზონის შევსება.. მათ ნახევარზე, ვალენსიელთა შეტევის დროსაც კი 6 ფეხბურთელი იდგა, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა ჩვენი შესრულებით რაიმე სახის კონტრ შეტევის წამოწყებას..

ჩვენის მხრივ მსურს აღვნიშნო, რომ მეორე 45 წუთში უფრო მეტად ორგანიზებული და აგრესიულები ვიყავით.. სანდროს შეცვლის მიზეზი იყო მცირე დისკომფორტი, რომელიც ფეხბურთელმა გასახდელში ყოფნისას იგრძნო.. ჩვენ ზედმეტად აღარ გავრისკეთ და ამიტომაც გადაწყდა მისი სკამზე დატოვება. მეტი დაკვირვებულობა და ცივსისხლიანობა გვმართებს, როდესაც მეორე ბურთის გასატანად მივიწევთ მეტოქის კარისკენ..

საერთო ჯამში გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.. ეს იუვე შარშანდელს ჰგავს.. ფილოსოფია და საქმისადმი მიდგომა იდენტურია.. რონალდუ კი მეტ სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას გვმატებს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x