ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი მატჩზე და თანაგუნდელებზე

ლეონარდო ბონუჩი გუშინდელ მატჩზე საუბრობს:

“ყველაზე მთავარი იყო შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ – გუნდი პლეი-ოფში იასპარეზებს! დარჩენილ შეხვედრაში კი ბუნებრივია მინდორზე როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის გავალთ.

შესნის რეაქცია აპლოდისმენტებს იმსახურებს.. მან დაამტკიცა, რომ ტყუილად არ არის იუვეს 1 ნომრიანი მაისურის მფლობელი.. ჩვენი კარის დარაჯი მუდამ უნდა იყოს მზად დახმარების ხელის გამოსაწვდელად.. მართალია ხშირ შემთხვევებში უსაქმოდ უწევს ყოფნა, მაგრამ ასეთ დროს მოწოდების სიმაღლეზე დგომა არის საჭირო.

ამ გუნდის მთავარი ღირსება არის მისი შემართება.. პირველ 45 წუთში ვერ მოვახერხეთ მეტოქეზე საჭირო წნეხის განხორციელება, თუმცა შესვენების შემდეგ მიზანს მივაღწიეთ და მათ კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით.

ბუნებრივია პლეი-ოფში გასვლით ვისიამოვნებთ, მაგრამ საჭიროა თამაშის უკეთ წაკითხვა და კონტროლი. ფაქტია, ისეთი შემტევი ფლანგების ხელში, როგორიც ჩვენ გვაქვს სანდროს და კანსელუს სახით, აუცილებელია ყურადღებით ყოფნა, რომ მეტოქემ კონტრ შეტევაზე არ დაგვიჭიროს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x