ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი ვალენსიასთან მოგებულ მატჩზე

სკაი სპორტის ჟურნალისტმა მატჩის დასრულებისთანავე მოახერხა ჯორჯო კიელინისთან გასაუბრება:

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ შეხვედრაში გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოგვეპოვებინა.. იყო მატჩი, სადაც უმთავრესი სამი ქულის მოპოვება გახლდათ და არა თამაშის ხარისხი..

ვალენსია კარგი გუნდია, რომელმაც ბევრი თავისტკივილი შეგვძინა.. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ნახევარმცველებს დიდი პრესინგის ქვეშ აქცევდნენ და შეცდომის დაშვებას აიძულებდნენ.. შესნი შექებას იმსახურებს, რადგან რამდენიმე ეპიზოდში უდაოდ გადაგვარჩინა..

ჩვენის მხრივ ცდა არ დაგვიკლია, რომ გოლი გაგვეტანა და შესაძლოა ამ სურვილმა რიგ ეპიზოდებში პრობლემებიც შეგვიქმნა, რადგან ზედმეტად ვჩქარობდით.. დიბალა? დღეს მან კარგი მატჩი ჩაატარა.. ეს იყო ფიზიკურ ორთაბრძოლებზე გათვლილი და მან ბევრი ბურთი გადაგვირჩინა..

ახლა მთელი ყურადღება შიდა ასპარეზე უნდა გადავიტანოთ, რადგან ევროპაში ჩვენი მისია ფაქტიურად შესრულებულია და ლიგაზე ფიქრს თებერვალში დავუბრუნდებით..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x