ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტომერკატოს შეფასებები

გთავაზობთ ტუტომერკატოს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 7.5 – ამ შეხვედრაში მისმა მოქმედებებმა იუვეს თავდაჯერებულობა შემატა.. განსაკუთრებით გამოსარჩევია პირველი ტაიმის ბოლოს მისი საოცარი რეაქცია, როდესაც ვალენსიელი თითქოს და საგოლე დარტყმას ახორციელებდა..

კანსელუ – 7 – იწყებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე და საკმაოდ აქტიურადაც.. შესაძლოა თავბრუდამხვევი სიჩქარე არ ჩაურთავს, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა მისი მეურვის შესაშინებლად, რომელიც მთელი 45 წუთი უიმედოდ დაყვებოდა.. მეორე ნახევარში სანდროს ნაცვლად დგება მარცხენა ფლანგზე.. ცოტათი აგდებს სიჩქარეს, მაგრამ არა პუნქტუალობას.

ბონუჩი – 6.5 – საიმედოდ კეტავს ყველას ვინც მის ზონაში შეღწევას ცდილობს.

კიელინი – 6.5 – ანალოგიურად მოქმედებს.. კარგი შეხვედრა იტალიის ეროვნული ნაკრების დუეტის მონაწილეობით.

ალექს სანდრო – 6 – განსხვავებით კანსელუსგან, ბრაზილიელს საკუთარ ფლანგზე მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა.. იყო ეს ჯანმართელობასთან დაკავშირებული თუ უბრალოდ არ იყო მისი დღე უცნობია, თუმცა ჩვეული სანდრო 45 წუთში ვერა და ვერ ვიხილეთ.

კუადრადო – 6 – (შეცვლაზე 46′ წუთიდან) ვერ ვიტყვით, რომ რაიმეთი ნაკლები ან მეტი იყო..

ბენტანკური – 7 – საუკეთესო იუვეს შუახაზელებს შორის ამ საღამოს.. არის უშიშარი და მოქმედებს ცივსისხლიანად, თითქოს საოცარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. უმატებს და ალეგრი ამას კარგად ხედავს.

პიანიჩი – 6 – 2-3 ეპიზოდში ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ ვალენსიაზე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო ალიანც არეზე იუვეს უეჭველად დასჯიდა.

მატუიდი – 6.5 – მას აქვს კუნთები და შემართება.. მაგრამ კარგად ესმის რომ რეჯისტა მისგან არ დადგება.. მიუხედავად ამისა ცდილობს გუნდს დაცვიდან სწორად ამოსვლაში დახმარების ხელი გაუწოდოს.. როდესაც პარტნიორები ბურთს კარგავენ, იგი მზად არის მის დასაბრუნებლად ყველაფერი გაიღოს.

დიბალა – 5.5 – ბევრი ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც დიბალა ძლიერი არ არის.. და საერთოდაც ეს შეფასება გარკვეულწილად პიანიჩის დამსახურებაც არის, რომელიც სიღრმიდან ვერ ახერხებდა არგენტინელისთვის დახმარების ხელის გაწვდენას.. შედეგად პაულოს იმ მონაკვეთში უწევდა ჩაწევა, სადაც ვალენსია სერიოზულ პრესინგს მიმართავდა.. ასეთ ვითარებაში კი ბუნებრივია დიბალას ძალზედ უჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთბაშად 2-3 მეტოქის მარწუხებში ექცეოდა.

მანჯუკიჩი – 6.5 – ჩვეულ სტილში.. დაუღალავი ბრძოლა და გუნდისთვის მაქსიმუმის გაღება.. უბრალოდ დაითვალეთ, რამდენჯერ მოუპოვა მან დაკარგული ბურთი საკუთარ გუნდს.. ან რამდენჯერ შეუქმნა რონალდუს თავისუფალი სივრცე.. გოლი და მისგან მიღებული სიამოვნება მან ნამდვილად დაიმსახურა.

რონალდუ – 7 – პირველი ნახევარი ინერტული იყო და აი მეორეში სიჩქარე ჩართო.. მის აქტიურობას მოყვა მანჯუს გოლი.. კრიშტიანომ ტექნიკის და ტაქტიკური განსწავლულობის დემონსტრირება მოახდინა.

2 thoughts on “ტუტომერკატოს შეფასებები

  1. ჩესნის და მის მომყვანის დედას შეურიგდით თუ რა ხდება რომ აღარ აგინებთ? გუშინ რა თავური გამოუძვრია საღოლ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.