დელ პიერო ალეგრიზე, გუნდზე, რონალდუზე და დიბალაზე
სიტუაციიდან გამომდინარე ალესანდრო შანს არ უშვებს ხელიდან, რომ საკუთარი მოსაზრება არ გაანდოს ჟურნალისტებს იუვეში მიმდინარე პროცესებზე:
“იუნაიტედთან მარცხი იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი და ალეგრის კრიტიკა უსაფუძვლოა.. მაქსმა გუნდში საოცარი სამუშაო გასწია და თუ გადავხედავთ გასულ სეზონებს, ნათლად დავინახავთ, რომ გუნდი ფორმის პიკში მარტისთვის შევა..
არის თუ არა ეს ის სეზონი, როდესაც იუვე ჩემპიონთა ლიგის თასს მოიპოვებს, ვფიქრობ რთული კითხვაა და პასუხის გაცემა სისულელე იქნება.. ლიგა სპეციფიური გათამაშებაა.. შენ შეიძლება ფინალამდე საოცარი გზა გაიარო, ხოლო შემდეგ ერთმა წუთმა ისეთი მომაკვდინებელი დარტყმა მოგაყენოს, რომ დაბრუნება ვეღარ შეძლო.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდს ძალუძს საოცარი გზის გავლა და ფინალურ მატჩშიც სათანადო დონეზე დგომა.. ეს უკვე დიდი წარმატებაა, რომელიც ხელმძღვანელობასთან ერთად ალეგრისაც ეკუთვნის.. ბორდმა დიდი სამუშაო გასწია, რადგან ახლა იუვეს ყველა ფრონტზე თანაბრად წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, რადგან ერთ პოზიციაზე არა ორი, არამედ რიგ შემთხვევებში სამი მაღალი დონის შემსრულებელიც კი ჰყავს..
რონალდუს ფაქტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იუვეს შესძინა იყო რწმენა საკუთარ თავში.. დიახ, იგი არც აქამდე აკლდა, მაგრამ შეხედეთ როდესაც იგი მინდორზეა როგორ ასპარეზობენ თანაგუნდელები.. ისინი მოტივირებულები არიან და ცდილობენ პორტუგალიელს არაფერში ჩამორჩნენ.. ამას უფრო მეტად ის იგრძნობს ვისაც ფეხბურთი ერთხელ მაინც აქვს ნათამაშები..
დიბალას სიტყვები ჩემი მისამართით? დიახ, მოვისმინე! პაულო ფენომენალური შესაძლობლობის მქონე ფეხბურთელია.. მას აუცილებლად შევხვდები, გულითად მადლობას გადავუხდი და არ არის გამორიცხული სტანდარტულ სიტუაციებზეც ვიმუშაოთ..”
saidanac wamovida ronaldo yvela gunda krizisi aq da sadac wavida yvela aayvava 33 wlis ki exa mara mainc aketebs tavis gasaketebels 5 gzis oqros burtis mplobelia da natqvamia yvelaperi.
რამდენ სისულელეს წაიკითხავ – ბაჯო სულ სხვა დონე იყოო. დელ პიერო არის მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი და ბაჯოს პატივისცემის მიუხედავად, მათი შედარება არაადეკვატურია. დელ პიეროს მარადონას და მესისაც ვერ შევადარებ
ბაჯოს ოქროს ბურთი აქვს მოგებული და იუვესთან ერთად სხვადასხვა ტიტული. ამასთან ერთად ბაჯო იყო ის ვინც იტალია ტრავმირებულმა მარტო გაიყვანა მუნდიალის ფინალში.. ბაჯო უნიკალური და ერთადერთი 10-იანია! დელ პიეროს ფანებთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად, რობი იყო და არის ის იტალიელი, რომელიც აღარ ეყოლებათ დიდი ხანი..
სამი არასრული სეზონი და ოცი ფეერიული სეზონი როგორ უნდა შეადარო,ალე საუკეთესო იტალიელია,ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში.უამრავი საფეხბურთო ელემენტია რაც ექსკლუზიურად მარტო მას ეკუთვნის,მესიც კი ვერ ეხება ბურთს ისე როგორც ამას დელ პიერო აკეთებდა…არ არსებობს ფეხბურთში მასზე კარგი არავინ
კაი ეხლა ნამეტანია ეგ))) მეც განსაკუთრებულად მიყვარს ალექსა ბავშვობიდან, მარა რეალობის აღქმასაც ნუ დავკარგავთ მთლად) მასზე მაგრებიც არსებობდნენ ფეხბურთის ისტორიაში)
ბაჯოს უეფას თასი აქვს მოგებული იუვესთან. მაშინდელი უეფა ეხლანდელთან შედარებით ბევრად პრესტიჟულ იყო. და რაც მთავარია წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და ოქროს ბურთი აქვს მოგებული 93-ში.
კი ბაჯოს მასეთები არ მოუგია, მაგრამ მილიონების გული მოიგო, მაგ შორის ჩემიც. მან შემაყვარა იუვე და იტალია. დელ პიეროს ფანებს არ ეწყინოთ და ბაჯო სულ სხვა დონე იყო!
კიი ბაჯოს მასეთები არ მოუგია მაგრამ მილიარდების გული მოიგო! ჩემიც მაგ რიცხვში და მაგან შემაყვარა იტალია და იუვე! ფენომენი იყო, არ გეწყინოთ დელ პიეროს ფანებს მაგრამ ბაჯო სულ სხვა დონე იყო.
ისე ალექსას რა უშავს, მაგრამ როგორც მასოვს ეხლა კუდიანმა (ბაჯომ) ვერაფერი მოიგო სერიოზული – ვერც მსოფლიო, ვერც ლიგა. შეიძლება ვცდები ეხლა ნასვამზე, მაგრამ ეგრე მახსოვს.
უცებ გამახსენდა 90-იანების სერია ა: იუვეს, მილანის, ინტერის, რომას, ნაპოლის, ფიორეს, ლაციოს, პარმას ბრწყინვალე გუნდები …
იუთუბზე ვნახე კიდევაც მოკლე გახსენებები მგა დროის გუნდებზე, განსაკუთრებით ბატისტუტა-რუიკოშტას დუეტი იყო კარგი არაგრანდი გუნდებიდან.
ეეეჰ რა დრო იყო, სერიალი ბრწყინავდა ვარსკვლავებით …
დავბერდი ალბათ, ცოტას რომ ავურტყავ სულ ნოსლატლგია მაწვება ამ ბოლო დროს.
ისეთი იუვე მინდა ვიხილო, ყველას რო შიშის ზარს სცემდეს!) 97-98-99 წლებში იყო ეგეთი. ულაპარაკოდ ნომერ 1 გუნდი! პროსტა ფინალებს მაშინაც აგებდა))
როგორ მიკვარდა შენი იუვე როგორ უცბად ტუდორის გოლი გამახსენდა დეპორტივისთან ჯგუში რო აგარ ჩავრჩით
დაეჯერება ამ კაცს. რონალდოს ეფექტი კაია მარა პერინის ეფექტიც მომეწონა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დიბალა ღირსეულად დაიკავებს ადგილს იუვეს ლეგენდებს შორის
ალეეეე
ეე როგორ მენატრება შენი იუვე