ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა პოგბას ინტერში წაყვანას ცდილობს

რაი სპორტის ტელეწამყვანი ფრანჩესკო როკი საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს:

“მაშინ როდესაც იუვენტუსის ტიფოზერია მოუთმენლად ელის პოლ პოგბას ტურინში დაბრუნებას, შესაძლოა ვითარება მათმა ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გაართულოს..

საქმე იმაშია, რომ ინტერი სერიოზულად არის მოწადინებული სუპერ ტრანსფერი განახორციელოს და ამ ცნობებს ინგლისური მედიაც ადასტურებს..

მოურინიოს ნერიაძურის რიგებიდან არაერთი ფეხბურთელის ხილვა სურს საკუთარ რიგებში.. ყველაზე აქტიურად საუბარი ივან პერიშიჩზე მიმდინარეობს, რომლის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 40-50 მილიონად ფასდება.. ხორვატს დავუმატოთ სლოვაკი სკრინიარი რომლის ღირებულება 60 მილიონამდეა ასული..

თავად პოგბას ფასი კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა ის 120-130-ის რადიუსშია და თუ გავითვალისწინებთ, მასსა და მოურინიოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, მაშინ რატომაც არა?

მაროტამ უკვე შეხვდა რაიოლას და მას საკუთარი მიზნები გაანდო.. ბიანკონერის ექს გენერალური დირექტორი ბაზარზე აქტიურ მუშაობას და გუნდის გარკვეულწილად გადახალისებას გეგმავს. უკვე ამ ეტაპზევე ხდება ცნობილი, რომ მოახლოებულ სატრანსფერო ბატალიებში იუვე და ინტერი ერთმანეთს სხვადასხვა სამიზნეებზე დაუპირისპირდებიან..

კიზე, ტონელი, ბარელა.. და ახლა უკვე პოგბა.. მაროტა როგორც ჩანს ნერიაძურიში საქმეს აქტიურად უდგება..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

შეიტენონ,კაკ რაზ ეგეთი მოღალატეა რომ ინტერს დააკვდება.მერე გაცვლის ან ბაიერნში ან სადმე სხვაგან თუ მოუმატა რათქმაუნდა რაც მე ნაკლებად მგონია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x