ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს
წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ალეგრიმ გარკვეულწილად გახსნა კარტები და ის ფეხბურთელები დაგვისახელა, რომლებიც დღეს არტემიო ფრანკიზე იუვეს ღირსებას დაიცავენ, თუმცა:
გარკვეული კითხვის ნიშნებია დაცვის ფლანგებზე დარჩენილი და ამ მხრივ ტუტოსპორტი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:
კარს უცვლელად პოლონელი შესნი დაიცავს, რომელიც ბოლო ხანებში იუვენტუსისთვის მსხნელიც კი გახდა, რადგან არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, რითაც ტურინელებს დიდი თავისტკივილი ააცილა თავიდან..
დაცვის მარჯვენა ფლანგზე წესით და რიგით ჟოაო კანსელუს უნდა ველოდოთ.. პორტუგალიელი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და რაც მთავარია დაცვაშიც პროდუქტიულად ირჯება..
ცენტრალური დუეტი ბონუჩი-კიელინი იქნებიან, ხოლო მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი იტალიელი მატეა დე შილიო გამოჩნდება.. მან უკვე მოიშუშა ტრავმა და მზად არის გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმი გაიღოს.. სხვათაშორის სანდროს ტრავმის ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ შეხვედრაში სპინაცოლას დებიუტი შედგებოდა, მაგრამ მაქსმა მასსზე სიტყვაც კი არ თქვა..
ნახევარდაცვაში მართალია შეშლილმა ბენტანკური, პიანიჩი და მატუიდი დაასახელა, მაგრამ საერთო მოსაზრებით მირალემი გადაღლილია და არაა გამორიცხული იებთან ძირითადში ხუან კუადრადო ვიხილოთ, რომელსაც აქვს მეცალაზე თამაშის გამოცდილება.. სწორედ მას პროგნოზირებს ტუტოსპორტი ბენტანკურის და მატუიდის მხარდამხარ..
რაც შეეხება შეტევას.. პაულო დიბალა ისე აქო და ადიდა მაქსმა რომ მას იმდენად ფუნდამენტური როლი აკისრია დღევანდელ იუვეში, რთულად წარმოსადგენია სკამზე აღმოჩნდეს.. ვინ იქნებიან მისი პარტნიორები თავდასხმაში? კრიშტიანო რონალდუ რომელსაც არ ესაჭიროება დასვენება (მთავარი მწვრთნელის სიტყვები) და კარგ ფორმაში მყოფი ხორვატი მეომარი მარიო მანჯუკიჩი..
ვნახოთ, რამდენად გამართლდება ტუტოსპორტის ვარაუდი სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით.
პიანიჩს ძირიტადიდან დააწყებინებს ჩემი აზრით