ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე რემზის საინტერესო კონტრაქტს სთავაზობს

ბრიტანული მედია აარონ რემზის წასვლას და სხვა ჩემპიონატში გადასვლას გადაწყვეტილ ამბავად მიიჩნევს:

უელსელი საბოლოოდ თქვა უარი ლონდონელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე და ახლა სამ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს..

ამ სამიდან ერთი ტურინული გრანდია, რომელიც ფეხბურთელს კარგ კონტრაქტს და შესაბამისად სათამაშო დროს სთავაზობს..

დანარჩენი ორი კი უდაოდ სერიოზული კონკურენტია, რადგან რეალსაც და ბაიერნსაც ფინანსური თვალსაზრისით უდაოდ შეუძლიათ აარონის მოთაფვლა..

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რეალში უკვე ასპარეზობს ერთი უელსელი ბეილის სახით და არაა გამორიცხული ამ ფაქტორმა გარკვეული როლი ითამაშოს შუახაზელის გადაწყვეტილებაზე..

თუმცა, იუვე მაქსიმალურად ეცდება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მის დათანხმებას.. ნუ დაგვავიწყდება რომ რემზის სწორედ 2019 წლის ზაფხულში უსრულდება არსენალთან მოქმედი კონტრაქტი.. თავისუფალი აგენტების გაფორმება კი ტურინელებს კარგად ეხერხებათ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რავი საჭიროა კი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x