RMC:”რაბიო კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს”
ადრიენ რაბიო RMC-ის მტკიცებით კარიერას სხვა კლუბის რიგებში განაგრძობს:
ფეხბურთელმა პარიზულ კლუბს საბოლოოდ უთხრა უარი არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მას სხვა ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა.
ამ ეტაპზე მისით ორი გრანდი ბარსა და იუვე ინტერესდებიან.. მოსალოდნელია, რომ ორივე მათგანი პარიზს უკვე იანვარშივე დაუკავშირდება ტრანსფერთან დაკავშირებით..
პსჟ-ს არ სურს მისი უფასოდ გაშვება და შესაბამისად მზად არის წინადადების მოსასმენად.. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ კატალონიელებს რიგი მიზეზების გამო ნახევარმცველი იაფად დაუთმონ.. აი იუვესთან სიტუაცია ოდნავ რბილად გამოიყურება და შესაბამისად საერთო მოსაზრებით იტალიელებს გარკვეული უპირატესობაც კი გააჩნიათ..