ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი რონალდუზე და გუნდზე..

ბიანკონერის ამჟამინდელმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კრიშტიანო რონალდუ ანდრეა პირლოს შეადარა:

“ვფიქრობ, რონალდუმ უკვე ვალენსიასთან შეხვედარაში დაინახა მის ზურგს უკან რაოდენ ძლიერი გუნდი დგას.. მასთან ერთად ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ პორტუგალიელი ყოველდღიურად ხედავს თუ რა კლუბში მოხვდა! მესტალიაზე გამართული დაპირისპირება, თვალნათლივ ასახავს იუვენტუსის სულს და მის მებრძოლ ხასიათს..

რონალდუ იმ მიმართულებით მუშაობს, რაც ასე გვაკლდა ამდენი ხნის მანძილზე.. მისი აქ ყოფნა პირველ რიგში თავდაჯერებულობას გვძენს.. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენთვის სკუდეტოსთვის ბრძოლაში ასეთი იყო პირლო.. ხოლო ევროთასებისთვის არის რონალდუ..

რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს მის გარშემო უკეთეს ხდის. ყველაფერთან ერთად მან გააქრო ის სიცარიელე, რომელიც ბუფონის წასვლამ გამოიწვია. თითქოს და ჯიჯი არც არსად არ წასულა.. ერთი სიტყვით ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს გავხდეთ უკეთესი როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმაც.

ვართ თუ არა დაუმარცხებელნი? რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, მაგრამ ალტერნატივას ყოველთვის ვპოულობთ. ყოველთვის სიფრთხილეს ვინარჩუნებ, რადგან პოზიტიურ ეპიზოდებში სიურპრიზი ყოველთვის კუთხეში დგას და გველოდება ზუსტად ტრავმების კუთხით. საბედნიეროდ წარმატებით გადავლახეთ ბარიერი მილანშიც და ფლორენციაშიც.. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და ეს ფაქტორი ძალზედ გვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რომელიმე ჩვენგანი 100%-ით მზად არ არის..

ჩვენ ვემზადებით ნერიაძურისთან დაპირისპირებისთვის და ყველას კარგად გვესმის, რაოდენ რთული 90 წუთი გველის. ტიფოზერიისთვის ეს წლის მატჩია და მას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x