ალეგრი:”რონალდუს იუვესთან ერთად სურს ოქროს ბურთის მოპოვება”
შეშლილი მაქსის განცხადებით კრიშტიანოს ოქროს ბურთის მოგება იუვენტუსის მაისურით სურს:
“ინტერის წინააღმდეგ ტიფოზერიას გამორჩეული და დაძაბული მატჩი ელის, რადგან ნერიაძური ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ტექნიკური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
საკუთარ თავში უნდა ვიყოთ დარწმუნებულები რომ მზად ვართ, თუმცა ფეხბურთელები ჩინებულ კონდიციებში იმყოფებიან და შესაბამისად ამ მხრივ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
სატუნირო კუთხითაც საინტერესო დაპირისპირება გველის, რადგან ჩემპიონატს კარგი ჰანდიკაპით ვლიდერობთ, ხოლო სპალეტის შეგირდები მესამეზე იმყოფებიან და საკუთარ დავალებას თავს კარგად ართმევენ.
უდაოდ წლის მატჩია, რადგან ჩვენ ახლა დერბი დ’იტალიაზე ვსაუბრობთ.. ხუთ ქულიანი შეფასებით, ზუსტად ხუთ ქულიანი სირთულის 90 წუთი გველის. მას უდიდესი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ..
მაურო იკარდი უდაოდ გამორჩეული ცენტრ ფორვარდია, რომლის წინააღმდეგ ყოფნა ყოველთვის რთულია.. მაგრამ ბედნიერი ვარ იმ მოთამაშეებით, რომლებიც წინა ხაზში ამ ეტაპზე მყავს..
ის ფაქტი რომ რონალდუმ რეალში ჩატარებული თამაშიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ოქროს ბურთის მოპოვება, ძალზედ გამარკვირვა.. მუნდიალზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების რიგებშიც კი შეეძლო უფრო შორს გასვლა..
დღეისათვის ის მოტივირებულია, რომ იუვენტუსთან ერთად ნაყოფიერი სეზონი ჩაატაროს და ოქროს ბურთს მომავალ სეზონში დაეუფლოს”.
ლიგა თუ მოვიგეთ, ოქროს ბურთსაც დაიბრუნებს) იქეთ ზაფხულს არც ევროპაა, არც მსოფლიო და ლიგას ექნება ყველაზე დიდი ფასი! ოღონდ გოლების გატანა უნდა დაიწყოს ლიგაზეც) ეხლა უკვე 15 და 17 გაჭირდება, მარა 10 მაინც უნდა შეაგდოს, რო მერე მბაპეებს და დანარჩენ წვინტლიანებს არ შეაჩეჩონ))