ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კატალონიელებმა იუვეს ბენტანკურის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს

საკმარისი იყო როდრიგო ბენტანკურს იუვესი მაისურით მნიშვნელოვანი პროგრესი ეჩვენებინა, რომ ურუგვაელი შუახაზელით უმალვე დაინტერესდნენ ევროპული გრანდები:

Corriere dello Sport-ის მტკიცებით ბარსელონამ ტურინს ოფიციალური წინადადებით მიმართა ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე.. კატალონიელები მზად არიან სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ იტალიის მოქმედ ჩემპიონებს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ნაკლებად მოსალოდნელია ბევრი გარემოებიდან გამომდინარე იუვემ არსებულ წინადადებას თანხმობით უპასუხოს.. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ტრავმიანობა ნახევარდაცვაში, რომელიც ახლა ტურინში სუფევს ხედირას და ჯანის სახით..

ამასთან ერთად ბოკა ხუნიორსთან არსებობს შეთანხმება, რომ თუ კი იუვე მომავალში ბენტანკურს შეელევა, მაშინ გაყიდული თანხის 50 %-ის გადახდა არგენტინული გრანდისთვის მოუწევს..

1 thought on “კატალონიელებმა იუვეს ბენტანკურის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.