ტუტოსპორტი:”ვან დერ საარი ტურინში პარატიჩის შეხვდა”
ტუტოსპორტის მტკიცებით საუბარი თითქოს დე ლიხტის ბარსაში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, გადაჭარბებულია და მეტი არაფერი:
იტალიური წყაროს მტკიცებით უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ბიანკონერის ექს კარის დარაჯი ედვინ ვან დერ საარი ტურინის ცენტრში ფაბიო პარატიჩის გარემოცვაში შეამჩნიეს.
ტურინს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი 19 წლის უკანახაზელის გაფორმება და როგორც ირკვევა პარატიჩის სიაში ჰოლანდიელს პირველი ადგილი უკავია.
კონტინასას ბაზაზე უკვე გაიმართა დისკუსია დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით.. ამ ეტაპზე გუნდში ყველაზე პატარა ასაკის მქონე ცენტრალური მცველი არის დანიელე რუგანი.. ალეგრის თხოვნით თუ იუვე წარმატებით დაასრულებს აიაქსთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მაშინ იტალიელს ჰოლანდიელი მატიას დე ლიხტიც დაემატება.
სხვათაშორის პრესაში გამოჩნდა ცნობები, რომლის თანახმადაც ბიანკონერი დე ლიხტის ალტერნატივად ტოდიბოს განიხილავს, რომლის ამჟამინდელი ფასი ჰოლანდიელზე ნაკლებია..