ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ვაიომ ოქროს ბურთის შედეგები ღიად გააკრიტიკა

იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ოქროს ბურთის უკანასკნელი შედეგები ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხზე ღიად გააკრიტიკა:

“რა დონის სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ წლევანდელი ოქროს ბურთი ადგე და გადასცე ფეხბურთელს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვანძო შეხვედრაში საკუთარი გუნდის წარმატებაში ფაქტიურად არაფერი გააკეთა და მოედანი ნაადრევად დატოვა..

დიახ, საუბარი იუვენტუსთან განმეორებით მატჩზე მაქვს, სადაც მოდრიჩი ზიდანმა პირველი ტაიმის შემდეგ გამოცვალა.. და ვინც რეალურად დადო შედეგი მას რა? რონალდუ იყო ერთადერთი ვინც ამ ჯილდოს მთელი 100%-ით იმსახურებდა..

ნამდვილად არ ვიცი აქვს თუ არა რაიმე სახის გარიგებას ადგილი, თუმცა მის ადგილზე ადამიანი ყველა თეორიას მოუსმენდა.. ფაქტია, რაც იგი რეალიდან წავიდა მის გარშემო შავი ღრუბელია შეკრული.. თუმცა, ეს უფრო მოედნის მიღმა ღრუბელია, რადგან თავად მინდორზე პორტუგალიელი ისევ ბრწყინავს და დარწმუნებული ვარ იუვესთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x