ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”იუვეს 2019 წლისთვის 4 სუპერ ტრანსფერი აქვს დაგეგმილი”

ტუტოსპორტი ხმაურიან ცნობებს აქვეყნებს:

ფაბიო პარატიჩის ხელმძღვანელობისგან კონკრეტული მითითება აქვს მიღებული.. გუნდმა 4 ხმაურიანი ტრანსფერი უნდა გაჩარხოს.. საუბარი არის მარცხელა ფლანგელ მარსელოზე (თუ სანდროზე ინფორმაციებს დავუჯერებთ, ეს თითქოს და კონტექსტიდან ამოვარდნილია) ცენტრალურ მცველ დე ლიხტზე, შუახაზელ პოგბაზე და ტრეკუარტისტა ისკოზე..

თუ დე ლიხტის და მარსელოს საკითხები ზაფხულამდე რთულად მოსაგვარებელია, აი შუახაზელებზე სიტუაციაზე რადიკალურად განსხვავებულია..

იუნაიტედში პოგბას და მოურინიოს მდგომარეობად იმდენად რთულია, რომ ფეხბურთელი უკვე სათადარიგოთა სკამზეც კი დაჯდა არსენალთან მატჩში..

არც ისკოს აქვს სოლარისთან დალაგებული სიტუაცია და ეს პროცესი მისი გუნდიდან წასვლას ხელს ნამდვილად შეუწყობს..

ზემოთხსენებულ 4 ფეხბურთელს, ბუნებრივია ალტერნატიული ვარიანტებიც გააჩნიათ.. იუვენტუსი რისი იუვეა ალტერნატივა რომ არ ჰქონდეს.. მაგრამ ეს ოთხეული არის პირველ პლანზე.. უმთავრესი მიზანი რომელიც ბიანკონერის 2019 წლისთვის აქვს შესასრულებელი სატრანსფერო კუთხით..

12 thoughts on “ტუტოსპორტი:”იუვეს 2019 წლისთვის 4 სუპერ ტრანსფერი აქვს დაგეგმილი”

  1. მართალია რასაც ამბობ პოგბა ზედმეტად გაპიარებულია იუვეში პირლო ვიდალი მარკიზიო ყავდა ტიპს კი მაღალი დონის ნახევარმცველია მაგრამ არა ისეთი რა პრესაც აქვს

  2. არ ვიცი ეს პოგბა ზედმეტად გაპიარებული მგონია. მაშინ პირლო ულაგებდა თამაშს და ჩაშლაში ვიდალი უსუფთავებდა ყველაფერს. ვერატის მოყვანა ძალიან მაგარი იქნებოდა. ძალიან დდიდი ეჭვი მაქვს, რომ ლიგის მოგების შემთხვევაშიც წავა მაქსი. ცენტრის გაძლიერებაა საჭირო. ხედირა წავა, მატუიდიც ნელნელა ასაკში შედის, პიანიჩის სტილის კი სხვა არავინ გვყავს.

  3. ამათგან ისკო და პოგბა გვჭირდება ყველაზე მეტად! დე ლიხტი მომავლისთვის მშვენიერია, მარა რა აზრი აქვს მაგის ყიდვას? მაინც ზამენაზე უნდა იჯდეს სანამ ბონუჩი და კიელინი ფეხზე დგანან)) იყიდო და წლიდან წლამდე ანათხოვრო თვითონ რატო დათანხმდება. ისედაც არც ეხლა არ აკლია სხვა მსურველები

  4. ვერატი მაგრად მოუხდება გუნდს და მგონია რომ პარიზიდან როცა წავა ეგრევე ბიანკონერიში მოვა. იუვენტინოა ეგ ბიჭი

  5. იმედია ამაღამ კვადრატა არ იქნება სასტავში. მისცეს შანსი მეცალაზე ბერნას. ამას არ გაიძახოდა მთელი ზაფხული.

  6. ადრე დავწერე რომ იტალიელებიდან არავის მოყვანა არ ღირს,მაგრამ ლიგას თუ დავდებთ მაშინ გეთანხმები შეიძლება გუნდის რეერვი იტალიელებმა შეავსონ

  7. ჩემი აზრით წელს თუ ლიგას დავდებთ, ჯობია გათვლა ახალგაზრდებზე გაკეთდეს. დე ლიხტი ძალიან მაგარი იქნებოდა. კიეზას ყიდვას მივესალმები მე პირადად + იტალიელია. ცენტრში კიდე ბარელა-ტონალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.