ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს

ალეგრიმ წინასამატჩოზე ბევრი არ ისაუბრა შემადგენლობაზე, რომელიც ნერიაძურის დაუპირისპირდება.. ტუტოსპორტი კი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს:

შესნი რომ კარს დაიცავს ამას ალეგრის არც აღარავინ ეკითხება და არც თვითონ იღლის საუბრით თავს..

დაცვის ხაზზე ერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ სანდრო განაცხადში არ არის და ალეგრიმ მის ნაცვლად სასტარტოში ფლანგებზე დე შილიო და კანსელუ მოიაზრა..

ცენტრალურ დუეტს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ბონუჩი და კიელინი შექმნიან.. როგორც სტანდარტულად ხდება, ხოლმე მიმდინარე სეზონში თუ რომელიმეს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია არა აქვს.

ნახევარდაცვაზე არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები.. მატუიდი და პიანიჩი ეჭვგარეშეა.. ჯანი კი დაბრუნდა, მაგრამ ალეგრიმაც თქვა რომ ჯერ 90 წუთისთვის მზად არ არის.. გარკვეული ეჭვებია ბენტანკურზეც, რადგან გუშინაც ითქვა, რომ ურუგვალეს ზურგის არეში აქვს დისკომფორტი.. მისი მდგომარეობა წესით დღეს უნდა შეფასდეს.. თუმცა ტუტოსპორტის სწორედ როდრიგო შეიყვანა სავარაუდო სასტარტოში..

შეტევის ხაზი.. წესითი და რიგით აქაც ჩვეულ სამეულს რონალდუ-დიბალა-მანჯუკიჩს უნდა ველოდოთ.. მაგრამ.. ისევ და ისევ პრეს-კონფერენციას დავუბრუნდეთ.. მაქსმა თქვა, რომ თუ მოედანზე გამოვიდოდა ბენტანკურის ნაცვლად ხუან კუადრადო, ამ შემთხვევაში შეტევა გადახალისდებოდა.. რა იგულსიხმა გადახალისებაში ჯერჯერობით უცნობია, რადგან ალეგრიმ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.. შესაძლოა კუადრადოს მოედანზე ყოფნამ მანჯუკიჩის ნაცვლად მინდორზე კოშტას შემოსვლა გამოიწვიოს.. თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x