ტონალი იუვეს უახლოვდება
სასიამოვნო სიახლეებია სანდრო ტონალისთან დაკავშირებით:
ფაბიო პარატიჩი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასიმო ჩელინოსთან სანდრო ტონალის ტრანსფერზე..
ბიანკონერის აღარ სურს იმავე შეცდომის გამეორება, როდესაც მარკო ვერატი პსჟ-ს დაუთმო.. ტურინელები დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ პესკარაში მოთამაშე ტანდაბალი შუახაზელის სანაცვლოდ 13 მილიონის გადახდაზე ყოყმანობდნენ.. შედეგად ვერატი დღემდე პსჟ-ს ღირსებას იცავს.
ჩელინოსთან მოლაპარაკებების წარმოება იოლი საქმე არ არის, მაგრამ პარატიჩი მზადაა ყველანაირ გამოწვევას და სირთულეს გაუძლოს, რათა მოთამაშე რაც შეიძლება მალე გახადოს იუვენტუსის სრულფასოვანი მოთამაშე..
სავარაუდო თანხა რომლის სანაცვლოდაც სანდრო ტონალი იგივე “ახალი პირლო” როგორც მას აპენინებზე შეარქვეს, სახელდება 25 მილიონი ევრო.. ეს არის ის ციფრები, რომლისთვისაც ჩელინო მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას.
იუვეს გარდა მოთამაშით მთელი რიგი იტალიური და ინგლისური კლუბებიც ინტერესდებიან.. სწორედ ამიტომ აჩქარდა ტურინი ნიჭიერი ფეხბურთელის დასამატებლად.
რეალისტი ნუ ცდები ძმაო არ გინდა.მშვიდად იყავი
ლექსო მანძუს ადგილი იუვეში იმიტომ ხომ აღარაა წუხანდელი თამაშის მერე ტრადიციული ვაი-ვუის და ალეგრის კრიტიკის მიზეზი რომ არ მოგცა? ნუ ძლიერი კრიტიკის თორემ შენ ხომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც ალეგრის აბრალებ )))
წარმატება თუ მართლა იუვენტუნო გახდები კარგს თუ ვერ გააკეთებ ცუდად მაინც არ ითამაშო და შემიყვარდები