ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ შეფასებებს ინტერთან მატჩის შემდეგ, რომელიც ტუტოიუვეზე გამოქვეყნდა:

შესნი – 6 – გამოვყოთ გალიარდინისთან ერთ-ერთზე თამაში.. სხვა მხრივ ძალიან ფრთხილად მოქმედებდა.

კანსელუ – 7 – როდესაც აჩქარებს ახორციელებს და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მოქმედებს, მისი თამაში უდაოდ კარგი სანახავია.. თუმცა, უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტსაც, რომ პირველ ტაიმში დაცვის ხაზში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც მეტოქეს თავისუფალი სივრცე შეექმნა.. ყველაფერი კი საოცარმა საგოლე გადაცემამ გადაფარა.

ბონუჩი – 6 – შესაძლოა არ იყო ისეთივე ეფექტური, როგორც ყოველთვის, მაგრამ სამაგიეროდ მეტოქეს მაინც და მაინც ბევრი შანსი მეტოქისთვის არ მიუცია.. იბრძვის ბოლომდე და პოლიტანოსთან სიტუაციაც რომ გავიხსენოთ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით.

კიელინი – 7.5 – იკარდიმ ამ საღამოს რომ ვერ მოახერხა იუვეს კარის აღება, დიდწილად კაპიტნის დამსახურებაა, რომელმაც მოახერხა საერთო ჯამში არგენტინელის “დაკეტვა”.. დიახ, ინტერის კაპიტანი მაქსიმალურად იბრძოდა მასთან, მაგრამ ჯორჯომ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და 9-იანი საიმედოდ გამოკეტა.

დე შილიო – 7 – მიმდინარე სეზონში მატია ზუსტად იმ თამაშს აჩვენებს რასაც მისგან ელოდნენ.. საიმედოა აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში.. კეტავს ყველას და ყველაფერს.. ბალდეზე ბლოკირება ბოლო წუთებზე იყო ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება. ზუსტი და ეფექტურიც კი რიგ შემთხვევებში.

ბენტანკური – 6 – პირველ ტაიმში პრობლემებს განიცდის ბროზოვიჩთან თამაშისას.. აი მეორე ნახევარში სხვა სახის გამომეტყველებით გამოდის.. უფრო მეტად თავდაჯერებულია და სწორედ ასე ვითარდებიან ფეხბურთელები.. პროგრესირება მატჩის მიმდინარეობისას და სრულიად დამსახურებული აპლოდისმენტები ალიანც სტედიუმზე შეკრებილი ტიფოზერიისგან.

პიანიჩი – 5 – ის ფაქტი, რომ პირველ ტაიმში ბენტანკური პრობლემებს განიცდიდა, გარკვეულწილად მისი ბრალიც არის.. ბურთის კონტროლზე ჰქონდა პრობლემა.. ამოტანისას რამდენიმე უხეში შეცდომაც დაემატა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო იუვეს რიგებიდან.

მატუიდი – 6.5 – პირველი ნახევარი ყველას იუვეს შუახაზელმა ჩააგდო და მათ შორის ფრანგმაც.. მაგრამ აი მეორეს ისე იწყებს თითქოს სულ ახლახანს ჩართულიყოს შეხვედრაში.. ყველაზე პრობლემას ჭრის და თითქოს საკუთარ ნახევარზე ყველა ცარიელ ზონავს კეტავს.. კარგი დაბრუნება მატჩში ფრანგი მებრძოლის შესრულებით.

დიბალა – 6 – არ იყო იდეალური, მაგრამ არგენტინელს აქვს სურვილი გუნდს ყველგან დაეხმაროს.. ჩადის სიღრმეში და ცდილობს გათამაშებას.. ცდილობს დაეხმაროს მძიმე სიტუაციაში მყოფ ნახევარდაცვას, რომელიც პირველ ტაიმში დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.. ყველაზე მთავარი არის ის, თუ არ გამოსდის შეტევაში ნაყოფიერად მოქმედება, ცდილობს სხვა გზა იპოვოს რითაც გუნდს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

რონალდუ – 6 – მისგან მუდამ ველოდებით ექსტრა არაორდინალურს, მაგრამ ამ საღამოს ნაკლებად ცივსისხლიანია.. რიგ ეპიზოდებში დიდხანს იჩერებს ბურთს და იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს.. ნუგეში – სამი ქულა მის პირველ დერბი დ’იტალიაში.

მანჯუკიჩი – 7 – სტაბილურად ერთ პოზიციაზე ყოფნა არ მოუწია.. მუდამ გადაადგილდებოდა, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.. სხვათაშორის ამ სეზონში უკვე არაერთხელ და შეიძლება ითქვას მისი სავიზიტო ბარათი ხდება ეს ყოველივე. მისი ასპარეზობა იუვესას ჰგავს: პრობლემებთან გამკლავება, ბრძოლა და გამარჯვება!

ალეგრი – 6.5 – დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველ ნახევარში საკმარისზე მეტად რისკავდა მისი გუნდი.. სპალეტიმ პირველი ნახევარი კარგად წარმართა, მაგრამ მეორეში მაქსმა კორექტირებები შეიტანა და ფეხბურთელები გამოაღვიძა, რამაც სათამაშო სურათი რადიკალურად შეცვალა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

მთლიანად გუნდი იყო კარგი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

რა ჩაუტარა,მერამდენედ გადის ფონს ფეხბურთელების კლასის ხარჯზე

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

კლასის ხარჯზე რომ ამარცხებს ეგაა ჩატარება

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩაუტარა მეორე ტაიმში რასაც ქვია.პირველი ტაიმი აშკარად დაისვენეს

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x