დუგლას კოშტა გუნდზე, კონკურენტებზე, ანჩელოტიზე და დიბალასთან კონკურენციაზე
დუგლას კოშტა რაი სპორტის წამყვანს შეხვდა და რამდენიმე საკითხზე გაესაუბრა:
“შესაძლოა მიმდინარე სეზონის სტარტზე, გარკვეულ შეხვედრებში არადამაჯერებელი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სადაც საჭირო იყო მტკიცე ხასიათის დემონსტრირება, ეს კარგად ვაჩვენეთ. მსგავს სიტუაციებში დამატებით ძალა მოგვდის და მეტოქის საჯარიმოსთან ერთი-მეორეს მიყოლებით ვქმნით ხელსაყრელ ეპიზოდებს..
ნაპოლი უდაოდ არის ჩვენ კონკურენტი, მაგრამ არც ინტერის დავიწყებაც შეიძლება, რომელმაც საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა ჩვენს არენაზე.. რთული იქნება ჭიდილი რომაელებთანაც..
ანჩელოტიზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.. ბაიერნში ყოფნისას ის ძალიან კარგად მექცეოდა, უბრალოდ გუნდს საკმაოდ გვიან შევუერთდი ტრავმის გამო.. ვერაფერში ვერ გავამტყუნებ რადგან სეზონის მეორე ნახევარში რომ შეუერთდები გუნდს რთულია რაიმეზე პრეტენზია გაგაჩნდეს..
დიბალას სტატუსი სოციალურ ქსელში? რეალობა ისაა, რომ დიბალა მხოლოდ მაშინ აქვეყნებს სურათებს სოციალურ ქსელში, როდესაც იმარჯვებს.. შედეგად მერწმუნეთ უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული სწორედ მე ვრჩები.. არის იშვიათი.. ძალიან იშვიათი შემთხვევები როდესაც საწვრთნელი სესიის შემდეგ მასთან რაიმეში ვმარცდები.. და ერთ-ერთი ასეთი იყო რომელიც გამოაქვეყნა”..
რონალდუმ დიდი სიამოვნებიტ ვიხილავდი მესის სერია ა-შიო… თვითონ დეირტყა მაგარი კლუბი და ახლა ვნახავდი სხვაგანო
წარმატებები პრინცს,მაგარია მარკიზიო
razea saertod laparaki?
კლაუდიო ვნახე ბრატციიი როორ უხდება 10-იანი და როგორ აფასებენ ზენიტის ფანები!!! მაგარი სტადიონი აქვთ დამაგარი კლასნი ატმოსფერო სუფევს
დიბალას ხომ ბავშვის სახე აქვს მაგრამ მაგარი მიწუეულია ეტყობა