ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი იუვეს მენტალიტეტზე, ჩემპიონთა ლიგაზე და პოგბაზე..

გთავაზობთ მირალემ პიანიჩის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან გამომცემულობა ტუტოსპორტის ჟურნალისტს მისცა:

იუვენტუსი განაგრძობს დომინირებას და სერია ა-ში კონკურენტთან სხვაობა უკვე რვა ქულამდე გაიზარდა..

“ვიცოდით, რომ ჩვენი კონკურენტები წლევანდელ სეზონში ნაპოლი და ინტერეი იქნებოდნენ.. მათთან ჭიდილი იოლი არ არის და ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ რაც შეიძლება კომფორტული ჰანდიკაპი მოგვეპოვებინა.. იმედი მაქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე ქულათა სხვაობას კიდევ უფრო გავზრდით..”

შვიდი მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ყველაზე ძლიერი იუვენტუსია?

“ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძვით! ბუნებრივია, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე ეს უდაოდ ყველაზე ძლიერი შემადგენლობაა”.

ბუფონის წასვლის შემდეგ, ვინ გახდა გასახდელში გუნდის ლიდერი?

“კიელინი! და საერთოდაც ჯიჯისთან ერთად სწორედ ჯორჯო იძლეოდა საჭირო რჩევებს და გუნდს დამატებითი ენერგიით მუხტავდა.. სწორედ ეს ორი გვიხსნიდა თუ რას ნიშნავს იუვენტუსი!”

შეუძლია თუ არა ამ იუვეს იოცნებოს ტრებლზე?

“უდაოდ! მე და კლუბი ერთად ვოცნებობთ ამაზე.. ოცნებ გვაძლევს მოტივაციას, ძალას, რომ იგი რეალობად ვაქციოთ.. მწამს, რომ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა, რადგან ახლა არნახულად ძლიერები ვართ”.

პრეზიდენტმა ბონიპერტიმ ერთ დროს შემდეგი რამ განაცხადა:”იუვეში, მთავარი არის გამარჯვება!”.. ისახება თუ არა ეს გუნდზე?

“სიმართლე გითხრათ, როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, სწორედ ეს სიტყვები მითხრა პრეზიდენტმა ანიელიმ.. მან მაჩვენა ფოტო, სადაც იუვეს ფეხბურთელები სკუდეტოს აღნიშნავდნენ.. ანდრეა შემდეგი სიტყვები მითხრა:”შენს წინაშეა გუნდი, რომელმაც 5-6 სკუდეტო ზედიზედ მოიპოვა, ახლა კი დროა ყველამ ერთად ამაზე ძლიერი გუნდი შევქმნათ! ვალდებულები ვართ შინ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიტანოთ!”

ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, რომელი გუნდია მეტ-ნაკლებად ყველაზე სახიფათო?

“ჩვენთვის ასეთი ბარსელონა, რეალი და მანჩესტერ სიტია..”

იუვემ ლიგის თასი ბოლოს 96-ში მოიპოვა..

“უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენ ორჯერ გავედით ლიგის ფინალში.. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ზუსტად ის დროა როდესაც მოვახერხებთ ნავსის გატეხვას.. რაღაც გვაკლდა.. ახლა კი ყველაფერი გვაქვს.. ლიგის თასს აუცილებლად მოვიგებთ!”

რეალურია თუ არა პოგბას დაბრუნება?

“დარწმუნებული ვარ ხელმძღვანელობა მაქსიმუმს იზამს, რომ კლუბი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.. ბუნებრივია პოლს ფანები ძალიან ელოდებიან.. ყველაფერთან ერთად ეს იქნება არა ახალწვეულის მოსვლა, არამედ კარგად ნაცნობი ფიგურის შინ დაბრუნება.. მეორე კუთხითაც, რომ შევხედოთ თუ პოგბა ასეთი სახის გადაწყვეტილებას მიიღებს, მას აღარ მოუწევს მოურინიოსთან დაძაბულ ურთიერთობაში ყოფნა.. ამან კი შესაძლოა მოურინიოზეც დადებითად იმოქმედოს და მისი კლუბის შედეგზე, რომელიც ახლა ნერვიულ ტემპში ვითარდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კი დაგიმშვენებს მართლა გვერდს))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ესეიგი პოგბაზე მართლა მიდის საუბარი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x