ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრავმა ლიგის წინ..

არცთუ კარგი ამბებია კონტინასას საწვრთნელი ბაზიდან:

იუვენტუსი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე მარჯვენა მუხლის ტრავმა მედჰი ბენატიამ მიიღო.

შედეგად მისი ასპარეზობა იანგ ბოიზის წინააღმდეგ გამორიცხულია და ალეგრი მას განაცხადში არ შეიყვანს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუნდს გარკვეული ხნის მანძილზე ანდრეა ბარძალი ვერ დაეხმარება, ეს ფრიად არა სასიამოვნო ცნობებია ალეგრისთვის..

ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმის არის დაშავება და რამდენ ხანს მოუწევს უქმად ყოფნად მაროკოელს.. მისი მდგომარეობა უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე მის განკარგულებაში ნომინალურად სამი ცენტრალური მცველი არის დარჩენილი ბონუჩის, კიელინის და რუგანის სახით.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x