უეფას წლის გუნდში მოსახვედრად ერთადერთი იტალიელი იბრძოლებს
უეფას წლის გუნდის გამოკითხვაში, მხოლოდ ერთი იტალიელია შესული:
აპენინებიდან 2018 წლის საუკეთესო გუნდში შესვლისთვის ბიანკონერის ამჟამინდელი კაპიტანი ჯორჯო კიელინი იბრძვის..
თავად იუვენტუსიდან ჯამში 4 ფეხბურთელია, მაგრამ უშუალოდ იტალიელი მხოლოდ ჯორჯონეა..
ბიანკონერიდან შემდეგი ფეხბურთელები შეეცდებიან წლის გუნდის დაკომპლექტებას: პაულო დიბალა, მირალემ პიანიჩი და კრიშტიანო რონალდუ..
საგულისხმოა, რომ სერია ა-ს დანარჩენი გუნდებიდან, მხოლოდ დუეტი თუ იბრძოლებს: რომადან – მანოლასი და ჯეკო.. ყოფილი რომაელია ალისონიც რომელიც ახლა ლივერპულის ღირსებას იცავს.. ნაპოლიდან ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი..
გამოკითხვა 9 იანვრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რომელი ფეხბურთელებით მოხდება უეფას 2018 წლის გუნდის დაკომპლექტება.
ჯორჯო აუცილებლად მოხვდება