ალეგრი იანგ ბოიზსთან მატჩზე საუბრობს..
ალეგრიმ ამ მარცხში ტრაგედია ვერ დაინახა, რადგან ფაქტია გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა:
“საუბარი, რომ დღეს რაღაც კოშმარი დატრიალდა არის გადაჭარბებული.. კარგად დავიწყეთ შეხვედრა, მაგრამ პროცესები რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს სასარგებლოდ არ განვითარდა.. თავდაპირველად ვაჩუქეთ 11-იანი, ხოლო შემდგომ რამდენიმე ეპიზოდში უბრალოდ ჩაგვეძინა.
დიბალას გოლი ცალსახად თამაშგარე მდგომარეობიდან იყო გატანილი და ამაზე საუბარი ზედმეტია.. ასე რომც არ ყოფილიყო ნუთუ ეს სურათს ცვლიდა? მათ დაიმსახურეს გამარჯვება იმ ფეხბურთის გამო, რომელიც 30 წუთის შემდეგ შევთავაზეთ მეტოქეს..
სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში ჩვენ ხელიდან რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი გავუშვით.. მთავარია რომ არასტაბილური დღიდან გამომდინარე, ჩვენ მოვახერხეთ ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავება. ამისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი..
პიანიჩის შეცვლა? გადავწყვიტე ბოსნიელისთვის დასვენების საშუალება მიმეცა, რადგან შაბათს ტურინული დერბი გვაქვს და მისთვის სათანადო დონეზე უნდა მოვემზადოთ.
ვის ვისურვებდი მეტოქედ 1/8 ფინალში? არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! მთავარია თებერვალს სათანადო ფორმაში შევხვდეთ”.
ტორინოსთან დერბი არა ის კიდე სერია აში დავაღუნეთ ყველას ბურთი.ეს თამაში კიდე გავყიდეთ.
აუ რეალისტ შენც ალეგრის ასხაავ?)) ხო კარგად ხარ?))
რეალისტი სხვას აკრიტიკენ პესიმიზმის გამო და რა მოგივიდა,გამხიარულდი,ყველაფერი კარგად იქნება ძმაო
ხომ ვთქვი მე როცა რამე არ მომწონს და როცა დანაშაულს და შეცდომას ვხედავ იმას ყოველთვის ვამბობტქო, უბრალოდ 24 საათი ალეგრის არ ვაგინებ და მასზე არ ვფიქრობ :)
ეს მაგარი გამოქინძებულია. ინტერთან მატჩამდე თქვა ამაზე მეტად იამგ ბოიზთან თამაში არის მთავარიო და ამ “მთავარი” მატჩის წინ ამბობს ბენტაკური იქნება რადგან ტორინოსთან ისედაც გამოტოვებსო.ანუ ლიგის ფინალი რომ ქონდეს იმაზე იფიქრებს 3 დღეში კალიარისთვი ვინ დაასვენოს. ))))