ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები ტორინოს წინ..

ალეგრისთვის გუშინდელი მარცხი, იმდენად პრობლემატური არ იყო, როგორც საკადრო პრობლემები რომელსაც ტორინოს წინ წააწყდა:

ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაში და მითუმეტეს მსგავს კლიმატურ პირობებში, რომელშიც გუშინ ტურინელებს ასპარეზობა მოუწიათ, იოლი არავისთვის არის..

გუშინდელ შეხვედრაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კუადრადომ ფეხი აიტკივა.. სამედიცინო პერსონალმა თითქოს დაუცხრო ტკივილი კოლუმბიელს და მანაც სცადა თამაშის გაგრძელება.. თუმცა, მალევე ჩამოყარა ხელები, რადგან ტკივილი გაძლიერდა..

მისი მდგომარეობა დღეს ან ხვალ შეფასდება, თუმცა უკვე აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ ტოროსთან ალეგრის მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.. ამას დავამატოთ ინფორმაცია, რომელიც კანსელუზე გავრცელდა.. პორტუგალიელს გუშინ კუნთის არეში მცირედი დისკომფორტი ჰქონდა და ამიტომ არ გადაწყვიტა მისი მოედანზე შეყვანა მაქსმა.. იასპარეზებს თუ არა ტოროსთან ჯერჯერობით უცნობია..

სხვა მხრივ საგულისხმოა სანდროს დაბრუნება.. ბრაზილიელი გუშინ მოედანზე შევიდა და როგორც ჩანს კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, ისევე როგორც ემრე ჯანი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

იმედია მალე ალეგრისაც გააგებინებენ რომ მეორე ფორვარდია დიბალა

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

მთავარია დიბალა იყოს თავიდანვე მანძუკიჩი ალბათ უნდა დაასვენოს კოშტა ან ბერნარდესკი სასტარტოდან დაიწყებს დიდი ალბათობით ეს უფრო ბრაზილიელი იქნება მეორე ფორვარდად პაულო ძალიან მაგარია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x