ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოიუვე ფეხბურთელების შეფასებებს აქვეყნებს

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტუტოიუვემ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – ვერ ვიტყვით, რომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში მისი ბრალი რომელიმე გოლში დიდია ან პატარა.. 11-იანი სუფთა ლატარეაა, ხოლო მეორე ბურთი უშუალოდ დაცვის სინდისზეა.. პირიქით პოლონელმა რიგ ეპიზოდებში საიმედოდ იასპარეზა.

კუადრადო – 6 – შესაძლოა დაემთხვა, თუმცა სანამ კოლუმბიელი მოედანზე იყო, იგი საქმეს საკუთარ ფლანგზე კარგად უძღვებოდა.. საკმარისი იყო ტრავმა მიეღო, რომ სწორედ ამის შემდგომ დაიწყო პრობლემები იუვესთვის..

ალექს სანდრო – 5.5 – (შეცვლაზე) – რამდენიმე წუთში გამოჩნდა თუ არა უხეშ შეცდომას უშვებს, რის გამოც მეტოქეს 11-იანის დარტყმის უფლება ეძლევა..

რუგანი – 6.0 – შესნის მსგავსად.. მისი ბრალი ან შეცდომა არაფერია.. პირიქით, გარკვეულ ეპიზოდებში საიმედოდ იქცეოდა.. მთელი მატჩის განმავლობაში ძალზედ კონცენტრირებული იყო.

ბონუჩი – 5.5 – ზედმეტად მოშვებული გამოიყურებოდა.. ხშირად კარგად პოზიციას და რუგანის არბენინებდა თავისუფალი ზონის ჩასაკეტად.. ერთი სიტყვით საშინელი მატჩი ლეოს შესრულებით, რომლისგანაც ვერ ვნახეთ ვერც გრძელი გადაცემები.

დე შილიო – 5.5 – შესაძლოა კარგია დაცვით კომბინირებაში, მაგრამ როდესაც გუნდს წინ სისწრაფე დაჭირდა იგი სადღაც გაქრა..

დიბალა – 6.5 – (შეცვლაზე შემოვიდა) – გამოაცოცხლა გუნდის აქტიურობა წინა ხაზში.. ცდილობდა ბურთის მიღებისთანავე სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო.. რონალდუს გადაცემით იტანს პირველ გოლს.. შემდგომ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ყუმბარისებულად უშვებს ბურთს კარისკენ, რომელიც გადის, მაგრამ .. მსაჯი თამაშგარეს აფიქსირებს და ამ შედევრს აუქმებს.

კოშტა – 6 – მაქსიმუმი დადო! თუ რაიმე იქმნებოდა სწორედ მარცხენა ფლანგის აქტიურობით.. მეორეს მხრივ იყო ეპიზოდები, როდესაც ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ღებულობდა და დაცვის ხაზელებს პრობლემებს უქმნიდა.

ბენტანკური – 5.5 – არასტაბილური მატჩი.. განსაკუთრებით პირველ 45 წუთში.. შემდგომ ბრუნდება ჩვეული ბენტანკური რომელიც აქტიურობს და თავდაუზოგავად იბრძვის.

პიანიჩი – 5.5 – პირველ ტაიმში ცდილობდა ცენტრი მოეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ.. მეორე ცოტათი გამოსწორდა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის გუნდს თამაში გამოესწორებინა.

ემრე ჯანი (შეცვლაზე შემოვიდა) – 6 – მაქსიმუმი გაიღო რაც შეეძლო და ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

ბერნარდესკი – 4.5 – ყველაზე სუსტი მოედანზე მყოფთაგან.. საერთოდ ვერ ხვდებოდა სად იყო ან რა უნდა გაეკეთებინა.. ეს იყო ბერნარდესკის აჩრდილი..

რონალდუ – 5.5 – ალბათ ყველაზე სუსტი მატჩი იუვეში.. ორი იდეალური შანსი გაატანა ქარს.. მეორე ტაიმში უკვე გუნდზე იწყებს მუშაობას და აკეთებს დიბალაზე საგოლე გადაცემას.. ყველაფერში უნდა დავინახოთ კარგიც და ცუდიც.. ის ფაქტი რომ მეორე 45 წუთში უფრო გუნდური გახდა, ვფიქრობთ ალეგრისთვის კარგი შეტყობინებაა.

მანჯუკიჩი – 5.5 – იბრძვის და არ ნებდება.. გადაღლილი გამოიყურება და ნაკლებად ეფექტურია..

ალეგრი – 5 – ნამდვილი იუვე მხოლოდ უკანასკნელ წამებზე გამოჩნდა.. სად იყო აქამდე? რატომ ეძინა გუნდს და საერთოდ, როგორი იყო საქმისადმი მიდგომა?

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალას ფასი ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა,ამიტომ მისი გაყიდვა უდიდესი შეცდომა იქნება.რონალდუმ მაქსიმუმ ორი წელი ითამაშოს მაღალ დონეზე.პაულოს გარშემო უნდა აეწყოს მომავლის გუნდი.

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

აი რატომ უნდა შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ პაულო დიბალა ზონებს შორის იდეალურად მოძრაობს და ძალიან მაგარი მეორე ფორვარდია დიბი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალა არის გუნდის ხერხემალი, ეგ თუ გაყიდეს და სხვა ტოპი მოიყვანეს ამის ხარჯზე, თხა გაყიდე თხა ვიყიდეს პონტი იქნება.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x