ბერნარდესკი საკუთარ თამაშზე და მოახლოებულ დაპირისპირებაზე..
ფედერიკო ბერნარდესკი აწ უკვე გასრულებულ და მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს:
“გაორებული გრძნობა მაქვს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ.. ერთ თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, როგორც იქნა მოედანზე დაბრუნება მოვახერხე.. თუმცა, ვერც გუნდის შედეგი და ვერც საკუთარი ნაჩვენები თამაშით ვერ ვარ კმაყოფილი.. საბედნიეროდ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია..
ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა რთული მისიაა და ამ მხრივ მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, რომ გუნდს მომდევნო მატჩებში მაქსიმალურად დავეხმარო..
ბევრი გვეკითხება ლიგის მომავალ მეტოქეზე, რაც ვფიქრობ უადგილოა.. იუვენტუსი გამარჯვებისთვის იბრძვის და პირადი მოსაზრებით, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება თუ ვინ იქნება ჩვენს წინააღმდეგ.. ერთი ის რომ ყველა დასამარცხებელი გვეყოლება და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი თავად ტურნირის სირთულიდან გამომდინარე, იოლი მეტოქე არ არსებობს.
ტორინოსთან დერბი ყოველთვის საინტერესო, ხისტი და დაძაბულია.. მახსოვს შარშანდელი როდესაც ბოლო წუთზე მივიღე ტრავმა.. იმედი მაქვს ამ ატმოსფეროს გამოცდა ახლაც მომიწევს, რადგან ტურინული დერბი განსაკუთრებულ ემოციას გძენს.. ჩვენ გავითვალისწინებთ უწინდებურ შეცდომებს და ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ მოახლოებულ მატჩში”.
შორს აღარაა ის დრო როცა ეს კაცი ძირითადის უცვლელი წევრი გახდება ფლანგებზე კოშტა ბერნარდესკი და წინ დიბალა ბრწყინვალე შეტევა გვეყოლება მთავარია ეს სამეული ყოველთვის ფორმაში იყოს ყველას განსხვავებული სათამაშო მახასიათებლები აქვთ და ეს იუვემ კარგად უნდა გამოიყენოს
მეც ვბალეშიკობ მაგრად, უბრალოდ ეგააა ძალიან ცუდ დროს იღებს ტრამვებს თან 1 თვიანებს. ეს დიდი პერიოდია იგროკისთვის. ეს ტრამვიანობის ამბავი აქილევსის ქუსლია რა იუვესთვის ვერაფრით შეამცირეს ეს.
მე ვგულშემატკივრობ ბერნას ,იმედია მოუმატებს