ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინის ემოციური ინტერვიუ

ჯორჯო კიელინიმ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა ტურინული დერბის წინ:

“ფორვარდებზე რომ ვისაუბროთ, ვის წინააღმდეგაც თამაში მომიწია, მეორე ადგილზე აუცილებლად გავიყვანდი მაურო იკარდის.. იგი საჯარიმოში ნებისმიერი დაცვისთვის ძალზედ სახიფათოა.. პირველ პოზიციას კი იმ მოთამაშეს დავუთმობდი, რომელიც დღეისათვის ჩემი თანაგუნდელია.

ჯენოასთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად, მათთან ქულები აშკარად დავკარგეთ.. მანამდეც წაგვიყვანია 1-0 მაგრამ გარკვეულ მონაკვეთში მოვდუნდით და ამან ნეგატიური შედეგი იქონია.. აი თუნდაც, იუნაიტედთთან რაც დაგვემართა იყო კატასტროფა.. 1-0 შეიძლება კარგია და თავდაჯერებულობას გმატებს, მაგრამ დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალებს მოითხოვს..

60 წუთამდე ეს ანგარიში კომფორტულია, მაგრამ შემდგომ უკვე აუცილებელია აქტიურობა და მეორე ბურთის გატანა, რომელიც მეტ სიმსუბუქეს და სიმშვიდეს მოგვრის.

ფეხბურთი ვითარდება და ეს სასიამოვნოა.. ამიტომაც მიხარია რომ მე იტალიური საფეხბურთო კულტურის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც განსაკუთრებული ფილოსოფია გააჩნია..

მოდით წარსულს შევხედოთ.. კანავარო, ნესტა, მალდინი, ბარეზი.. უფრო ადრე ჯენტილე და შირეა.. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დიდი როლი ეკავათ განსაკუთრებულ მცველებს, რომლებიც ჩვენს ფეხბურთს ბრწყინვალებას სძენდნენ.. ბუნებრივია არც სხვა პოზიციები რჩებოდნენ მათ უკან, მაგრამ ფუნდამენტი სწორედ უკანახაზელებზე იდგა.. დარწმუნებული ვარ რა გამარჯვებებიც წინ გვაქვს, აქაც განსაკუთრებულ როლს ამ პოზიციის მოთამაშეები შეიტანენ!

ტორინო წლევანდელ სეზონში კარგად მოძლიერდა.. მაცარის ხელში კლუბი გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს.. მათი კონტრშეტევები გამოსარჩევია.. პირადად მე ეს გუნდი 180 წუთის მიღმა ძალიან მესიმპატიურება.. დარწმუნებული ვარ წელს მათ ევროთასების ზონაში მოსახვედრად ყველაფერი გააჩნიათ.

იუვეს კაპიტნები? მოდით სამ მათგანზე ვისაუბროთ.. ძალიან ბედნიერი ვარ რომ დელ პიეროს გვერდით თამაში მომიწია.. მსურს სწორედ მას ვგავდე.. 21 წლის ასაკში როდესაც ტურინში ჩავედი, სწორედ იგი დამხვდა!

პირველი რამდენიმე თვე არადეკვატურ გარემოში მომიწია ყოფნა, რადგან უამრავი ჩემპიონის გვერდით ვიმყოფებოდი. თუმცა, ალეს, ფაბიო კანავაროს და ჯიჯის მიდგომამ დიდი დახმარება გამიწია.. მათ ჩემს ადაპტაციაში კლუბთან დიდი როლი ითამაშეს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ განსხვავებული სტილი და გემოვნება გვქონდა. სწორედ ამის გადმოცემა მსურს დღეისათვის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებიც ჩვენთან ასპარეზობენ.. მე და კრიშტიანო ხომ ასაკში მყოფ მოთამაშეებს შორის შევდივართ..

გაეტანო შირეა.. ბევრჯერ მოვისმინე როგორ მადარებენ მას.. არა სათამაშო სტილით, არამედ მენტალობით, პასუხისმგებლობით და სამართლიანობით.. მერწმუნეთ ეს ყოველივე უდიდეს სიამაყეს მგვრის! ნამდვილად უაზრობა იქნება მცდელობა, რომ მის სათამაშო სიმაღლეზე ავიდე, მაგრამ იგი უდაოდ არის ჩემთვის მისაბაძი და ასეთი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვისაც!

ჯანლუიჯი ბუფონი.. ადამიანი რომელთან ერთადაც ძალიან დიდი დრო გავატარე.. ჩვენ იუვეშიც და ნაკრებშიც ბევრი რამ გამოვიარეთ.. მას ფაქტიურად წელიწადში 300 დღის მანძილზე ვხედავდი, რაც მერწმუნეთ ცოტა ნამდვილად არ არის. წელიწადში რთული სათამაშო პერიოდის განმავლობაში, კაპიტანი ვალდებულია გუნდი გამოაფხიზლოს საჭირო სიტყვებით! ჯიჯის ჰქონდა ამის უნარი და ხალხი მას თვალდახუჭული მიყვებოდა! ვამაყობ, რომ წლების მანძილზე სწორედ ის იყო ჩემი კაპიტანი!”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

გათიშეთ რა ეს რეკლამა რა უბედურებაა ტო
შემოსული არ ვარ და გასვლა მინდება სანამ მაგას გამოვრთავ :blin:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

პიარის უეფას და ყველა იმ ექსპერტის დედავატირე ამას რომ არ მოიაზრებს საუკეთესო მცველად(ერთერთი საუკეთესო თუ ვინმეს არ მოეწონა)ჩემთვის ის ყველაზე დიდი მცველია,რაც ფეხბურთს ვუყურებ(კანავაროს მარტო ერთი სეზონი ქონდა შეუდარებლად მაგარი)მოკლედ ჩემთვის საუკეთესოა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კენჭისტრა როდის არის?

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

# 1 მცველია კარგა ხანია,თუმცა პიარი ბევრ რამეს ნიშნავს

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x