ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“პირველი წრის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ხვალ ყველაზე მძიმე მატჩი გაიმართება.. ტორინო ბრწყინვალე ფორმაშია, რომელმაც სამი შეხვედრა დათმო მხოლოდ და მილანთანაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

კანსელუმ როგორც მოგეხსენებათ ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ის უკვე შემდეგი წლის დასაწყისისთვის დაგვიბრუნდება. კუადრადოსთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. არაა გამორიცხული ოპერაცია მანაც გაიკეთოს.. ხედირა მომდევნო კვირას დაგვიბრუნდება.. ემრე ჯანი და სპინაცოლა კი თავს ჩინებულად გრძნობენ.

დაცვაში ცვლილება? კიელინი სასტარტოში ბრუნდება.. გადასაწყვეტია ვინ იქნება მის მხარდამხარ რუგანი თუ ბონუჩი.. მარჯვნივ დე შილიო იასპარეზებს, ხოლო მარცხივ ალექს სანდრო.

სხვა პოზიციები? ემრე ჯანი კარგად გრძნობს თავს და ეს მე გარკვეული არჩევანის გაკეთებისკენ მიბიძგებს.. მთავარია ოთხი მცველი გვაყვს ჯანმრთელად და ამ მხრივ მშვიდად ვგრძნობ თავს.. ერთადერთი კითხვის ნიშანი ახლა სწორედ ჯანის და მარჯვენა ნახევარმცველის ზონაზე მაქვს.. აქ ან ბერნარდესკის ვიხილავთ ან კოშტას..

რონალდუზე გეტყვით, რომ უახლოესი სამი მატჩიდან ერთში იგი აუცილებლად დაისვენებს. ბენატია? ბევრი ამბობს თითქოს მასთან პრობლემები მაქვს რაც სიცრუეა.. იგი გუშინ დაგვიბრუნდა და მოხარული ვარ მისი ხილვით. მედჰი, ბარძალისთან, კიელინისთან, ბონუჩისთან და კიელინისთან ერთად საუკეთესო უკანახაზს აკომპლექტებენ მთელი ევროპის მაშტაბით.

ფაქტია, რომ დიდ გუნდს არჩევანი დიდი უნდა ჰქონდეს.. ფეხბურთელებმა დიდი მიზნები უნდა დაისახონ და მუდამ მზად იყვნენ სასურველი თამაშის საჩვენებლად.

სხვათაშორის არავის არ უკითხავს და თავადვე გეტყვით, რომ ტურინულ დერბიში კარს მატეა პერინი დაიცავს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
5 years ago

ორი ისეთი თამაში წააგეს ლიგაზე რომ უკვე მეზარება ამათი ყურება, პრინციპში იანგბოიზთან არც მიყურებია.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  maradona73

aი მეც ზუსტად ეგეთი განწყობა მაქვს რა)) არა და თავიდან ისე დაიწყო სეზონი, რო ყოველ ტურს ველოდებოდი. ეხლა უკვე შარშანდელივით წინასწარ ვიცი უკვე რაც იქნება))

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x