ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ტორინოსთან მატჩზე საუბრობს

ალეგრიმ ტორინოსთან მატჩი განიხილა:

პირველ რიგში შევაქებ მაცარის გუნდს, რომელმაც პირველ ტაიმში საოცარ ტემპში იასპარეზა. პრესინგი რომელიც მეტოქემ შემოგვთავაზა, ვერ ვიტყვი რომ მოულოდნელი იყო, მაგრამ ცენტრში პრობლემებს ნამდვილად გვიქმნიდა..

თუმცა, დიბალამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნახევარდაცვას დახმარების ხელი გაუწოდა და რიგ ეპიზოდებში, სწორედ მისი ტექნიკური არსენალის ხარჯზე ვახერხებდით რთული სიტუაციების განმუხტვას..

მეორე ტაიმში ტოროს ტემპი დაეცა.. მეტოქე დაიღალა და ჩვენის მხრივ ვინარჩუნებდით სიმშვიდეს.. ველოდებოდით ხელსაყრელ ეპიზოდს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ შეგვექმნა და მისი გამოყენება ეფექტურად მოვახერხეთ.

იანგ ბოიზსთან შეხვედრაში, ჩვენი მოქმედებები იყო აჩქარებული, რის გამოც ბურთს უაზროდ ვკარგავდით.. დღეს, ასეთი რამ იშვიათად ვნახე და აუცილებელია მომავალში, მეტი სიმშვიდე გამოვიჩინოთ.

ფლორენციელებთან მაგალითად, კომპაქტურობა დავკარგეთ, რაც დაუშვებელია! დღევანდელ შეხვედრაში ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია.. თუ ნახევარმცველები და თავდამსხმელები ურთიერთ შეთანხმებილად მოქმედებენ, ეს მცველებს ხელფეხს უხსნის და ისინი ზეწოლის გარეშე მეტად ეფექტურები ხდებიან.

რონალუდს ეპიზოდი გოლის შემდეგ? არც კი მინახავს და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ.. მთავარია, რომ მან მომენტი გოლად გარდასახა.

ლიგაზე სასურველი მეტოქე? არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იმ დონის ტურნირია სადაც მცირეოდენი იღბალი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.. შესაბამისად მეტოქეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.. უპირატესობას რომელიმე მათგანს ვერ მივანიჭებ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

გეთანხმები ლიგაზე მეტოქე ვინ იქნება სულ ერთია როცა მოგება გინდა მარა ნახე მომენტი და კაცურად უთხარი ესეთი რაგაცა რო არ ეკადრება არცეთ იუვეს მოთამაშეს გაიტანე გაიხარე მარა ასეთი რაღაცა არ შეიძლება არ დაგეწერებათ პლიუსი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x