ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარსელო, პოგბა, ალექს სანდრო..

ესპანური მარკა მარსელოსთან დაკავშირებით:

ბრაზილიელს მადრიდიდან წასვლის იდეა უფრო და უფრო ეზრდება, რადგან კლუბში იდეალური ატმოსფერო არ სუფევს და მას გარემოს გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.

ნომერ პირველ ვარიანტად სახელდება კარიერის იტალიაში და კერძოდ რონალდუს გვერდით გაგრძელება..

თავად პორტუგალიელი მზად არის ფეხბურთელს დაელაპარაკოს და თუ ის ზაფხულში სერიოზულად გამოხატავს წასვლის სურვილს, მაშინ იუვე შესაძლოა ამ პროცესში მართლაც ჩაერთოს..

სხვათაშორის არაა გამორიცხული იანვარში ვითარება საინტერესოდ განვითარდეს.. პოგბას ტრანსფერზე უკვე არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაწერა.. არის ვარაუდი, რომ მხარეებმა კომპრომისი ბარტერზე მონახონ და ინგლისში ალექს სანდრო გადაბარგდეს..

მანჩესტერლებს თავდაპირველად პიანიჩის ან დიბალას საქმეში ჩართვა სურდათ, მაგრამ ამ იდეიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ბიანკონერიმ მტკიცე უარი განცახადა ორივე მათგანის გასხვისებაზე.

აი რაც შეეხება სანდროს, აქ ბევრი კითხვის ნიშანია.. როგორც ჩანს მას ისეთივე შეუცვლელად არ მიიჩნევენ და პოგბას ტურინში დაბრუნება ხელმძღვანელობას იმდენად სურს, რომ მზად არის ასეთი ნაბიჯის გადადგას..

ერთი სიტყვით, თუ ტურინი და მანჩესტერი ამ ტრანსფერს განახორციელებენ, ეს ბიანკონერის მარცხენა ფლანგზე ვაკანტურ ადგილს შექმნის, რომლის დაკავებას სწორედ მარსელო ეცდება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x