დე ლიხტისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს
მატეას დე ლიხტი გუშინ Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა:
ფეხბურთელს არც აქამდე აკლდა მსურველი, თუმცა ახლა მათი რიცხვი მეტად გაიზრდება..
ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის უკვე რამდენიმე თვეა პარატიჩი რაიოლასთან მართავს მოლაპარაკებებს.. მინო როგორც მოგეხსენებათ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის საფეხბურთო აგენტია..
ჰორიზონტზე იმყოფება ასევე ბარსელონა რომელსაც აიაქსის არამარტო მცველის, არამედ ნახევარმცველ – დე იონგის დამატებაც აქვს გადაწყვეტილი.. ჯამში ტრანსფერის ოდენობა 150 მილიონ ევრომდე ადის..
ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომელიც დე ლიხტის გარემოცვიდან იყო გამოსული.. ფეხბურთელი სკეპტიკურად უყურებს საკუთარ პრესპექტივას კატალონიელთა რიგებში და სწორედ ამიტომაც მისთვის ტურინული შეთავაზება უფრო მიმზიდველია..
ერთია რას ხედავს და მოთამაშე, ხოლო მეორე როგორ აფასებს ფინანსურ ასპექტს რაიოლა.. ფაქტია, იუვე ჯერ აიაქსის სატრანსფერო ფასის დაგდებას ეცდება, რომელიც 50 მილიონ ევროს ურტყავს, ხოლო შემდეგ თავად მოთამაშის ანაზღაურებაზე დაიწყებს ვაჭრობას..
რაიოლას კი მსგავსი მიდგომა დიდად არ მოსწონს, შესაბამისად ის ახლა რამდენიმე კლუბთან ერთდროულად აწარმოებს მოლაპარაკებებს.. ყველაფერი მალე გაირკვევა, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ დე ლიხტის ბედი ზამთარშივე გადაწყდება..
ატლეტიკოს კი გავცდებით მაგრამ ძალისმიერი გუნდია და ძალიან დაგვღლიან ჩემი აზრით.
ორჯერ უნდა ვითამშოთ,მართალი ხარ ძმაო.იმედია ავისრულებთ ამ ოცნებას
ანიელიმ დაიკიდეთ პოგბას ვეწევი ზამთარშიო
ჰო ნუ ჯობდა შალკე შეგვხვედროდა)) მარა თუ გვაქვს საჩემპიონო ამბიცია, ნებისმიერ ეტაპზე მზად უნდა ვიყოთ ძლიერ გუნდთან სათამაშოდ. ეხლა ამ ეტაპზე ეს ატლეტიკო ნაღდად არ არის ისეთი, როგორიც წინა წლებში, მარა იმასაც გააჩნია თებერვალში როგორი იქნება. ნებისმიერ ვარიანტში რთული მეტოქე როა ფაქტია!
მთავარია ბარსა არ შეგხვდეს ფინალამდე)))
Roni da mario chaaxtebian ni nerviteee
რა დროს დე ლიხტია კაცო ატლეტიკო შეგვხვდა) ორჯერ უნდა ვითამაშოთ ამ სეზონში მაგ სტადიონზე))
იუვეს ხომ ყველა ძლიერი უნდა დაეტაკოს … არაა ატლეტიკო წელს ფორმაში და უნდა გავიდეთ
არ იქნება იოლი გასეირნება
ორი დაცვითი სტილის გუნდი. ბევრი გოლი არ გავა. ვფიქრობ ერთი ბურთი გადაწყვიტავს ჯამურ ანგარიშს. შემადგენლობით უკეთესი გუნდი გვყავს, ასე რომ უნდა ვაჯობოთ.
ატლეტიკო შეგვხდა
ძმებო რომელ საათზეა დღეს კენჭისყრა და რომელ არხზე?
აიაქსი-იუვეს წყვილი დაჯდება