აუსილიო ვანდა ნარას კომენტარს ეხმაურება
ვანდა ნარას კომენტარს ნერიაძურის სპორტული დირექტორი ეხმაურება:
“ის რაც მან განაცხადა სრული აბსურდია.. არასოდეს არ გვიფიქრია არგენტინელის გასხვისება და მითუმეტეს მისი იუვეში გაშვება..
ამ ეტაპზე სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება.. მათ მოისმინეს ჩვენი პირველი წინადადება ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.. თუმცა, ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს..
ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია და მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდას მივუჯდეთ.. ნებისმიერ შემთხვევაში მაუროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოპტიმისტურად ვუყურებთ.
ვანდას სიტყვებზე რაიმე სხვა სახის კომენტარი? როდესაც მე და მაროტამ კომენტარი მოვისმინეთ ბევრი ვიცინეთ”.
ინტერში თუ ჭკუა აქვთ, ეს არ უნდა გაუშვან თორე სასაცილოდ კი არა სატირლად ექნებათ საქმე)