კლოპი:”ყველაზე მეტად იუვესთან თამაში არ მსურდა”
იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ყველაზე მეტად იუვენტუსთან დაპირისპირება არ სურდა:
“აქ დასამალი არაფერია.. ტურინელებს ამ ეტაპზე ყველაზე დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.. მათ რიგებში უაღრესად გამოცდილი მოთამაშეები ირიცხებიან, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე წელს მაქსიმუმს იზამენ წარმატების მისაღწევად.
წელს ტურინელთა დამარცხება წარმოუდგენლად რთული იქნება და იმედი მაქვს იტალიელებს, რაც შეიძლება შორეულ ეტაპზე შევხვდებით..
რაც შეეხება მეორე მეტოქეს, რომელთანაც არ მსურდა უძლიერესის გარკვევა, არის ბორუსია.. მათთანაც იმედს ვიტოვებ თუ მოგვიწია შეხვედრა, უფრო შემდგომ ეტაპზე შედგება..
ბაიერნი ძლიერი გუნდია, მაგრამ თუ წლების წინ ვიტყოდით, რომ აი გერმანელებთან შანსი არ გვაქვს, ახლა სხვა ვითარებაა.. ახლა მათთაც იგივე განცდა აქვთ, როგორც ჩვენ.. რთული დაპირისპირების მოლოდინი.. ეს ორი კარგი და დინამიური მატჩი იქნება!”
ლექსოს ვეთანხმები კი ძალიან კარგი მწვრთნელია მაგრამ ეს იუვეში ვერ გაქაჩავს გახსნას რაც შეეხება ამ ასპექტში ნამდვილად საუკეთესოა
ტიტულებს ვერ იგებს,ისე ძალიან კარგი სპეციალისტია.ეს ხსნის იგროკებს თუ ვინმე ხსნის.რამდენი გახდა ვარსკვლავი ამის ხელში.აი მარცხენა მცველი მაგალითად რობერტსონია მგონი ტიპი რას თამაშობს,ერთერთი საუკეთესოა.მოკლედ იუვეს არ მოუხდება.მაგრამ კარგი მწვრთნელია
აუ ეს კაცი იუვეში რა იქნება ქარიშხალს დაატრიალებს საოცარი მწვრთნელია