ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური და იტალიური მედია:”ბარსას რუგანის გაფორმება სურს”

იტალიურ და ესპანურ მედიაში საინტერესო ცნობები გაჩნდა:

კატალონიელები იუვენტუსის ახალგაზრდა ცენტრალური მცველით დანიელე რუგანით დაინტერესდნენ..

ესპანელებს დაცვის ხაზში ტრავმების გამო პრობლემები შეექმნათ და მზადყოფნას გამოთქვავენ რუგანი არენდით აიყვანონ, ხოლო სეზონის ბოლოს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სრულად გამოისყიდონ..

ჯერჯერობით მათი შეთავაზების ოდენობი მედიაში არ ფიქსირდება, თუმცა იუვე 50 მილიონზე ნაკლებად რომ არ გაასხვისებს 24 წლის მოთამაშეს ეს ფაქტია..

თავისმხრივ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იუვეს მესვეურები კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ რუგანისთან.. შესაბამისად საერთოდ განიხილება თუ არა ტურინელთაგან მისი გასხვისების შესაძლებლობა მეორე ამბავია..

ერთ ფაქტს ასევე უნდა გავუსვათ ხაზი.. არავისთვის არის სიახლე, რომ მატიას დე ლიხტი ტურინელთა და კატალონიელთა სამიზნეში დიდი ხანია იმყოფება.. არაა გამორიცხული იტალიელებმა ისარგებლონ შემთხვევით და დანიელე ბარსას დაუთმონ, ხოლო თავად აიაქსის კაპიტნის შესაძენად მაქსიმუმი გაიღონ.

ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ამსტერდამელთა პოზიცია.. ნაკლებად სავარაუდოა მათი დაყოლიება მოხდეს იანვარში, ხოლო ბარსას რუგანი უკვე იანვარშივე ესაჭიროება საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე.. საკითხავია შეიქმნის თუ არა იუვე ამის გამო პრობლემას გრძელი და დამღლელი სეზონის წინ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x