იუვემ საწვრთნელ ბაზაზე ტესტ მატჩი გამართა
დღეს, კონტინასას ბაზაზე ტესტ მატჩი გაიმართა იუვენტუსის მთავარ და 23 წლამდე გუნდების წინააღმდეგ:
გუნდი აქტიურად ემზადება მოახლოებული მატჩისთვის სერია ა-ში და დღევანდელი ტესტ დაპირისპირებაც ამისთვის იყო მომზადებული..
შეხვედრაში ორი გოლი ფედერიკო ბერნარდესკის ანგარიშზეა.. თითო-თითო ბურთი გაიტანეს მოიზეს კინმა და გრიგორის კასტანოსმა..
ხვალ ბიანკონერი უკვე ტაქტიკური წვრთნებისთვის შეიკრიბება.. კარგი ინფორმაციაა ის, რომ მწვანე მინდორზე ბრუნდება სამი ხედირა.. ბარძალი, კუადრადო და კანსელუ კი როგორც მოგეხსენებათ ტრავმირებულები არიან და გამოტოვებენ მოახლოებულ შეხვედრას.