ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო იტალიური გუნდების ასპარეზობაზე მიმდინარე ევროთასებზე..

ფაბიო კაპელო იტალიური კლუბების ევროპულ ასპარეზზე გამოსვლას ანალიზს უკეთებს:

“ნაპოლის ბევრი აკრიტიკებს, თუმცა მათ ენფილდზე კარგი მატჩი გამართეს.. ოდნავი იღბალი და ახლა ისინი იქნებოდნენ ქების ობიექტები.. მერწმუნეთ გადაჭედილ ენფილდზე თამაში იოლი არავისთვის არის.. ეს თავადაც გამოვცადე, როდესაც იუვეში ვმუშაობდი..

ანჩელოტისი მომწონს ის ფაქტი, რომ იგი ქალაქის ცხოვრების რიტმში ჩაერთო და გარკვეულწილად მისი კულტურა გაითავისა.. ანალოგიური რამ მქონდა, როდესაც რომა ჩამაბარეს.. დარწმუნებული ვარ ისინი ეცდებიან ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევას. მათ ამისთვის საჭირო რესურსი ნამდვილად აქვთ.

აი იუვენტუსი კი ატლეტიკოსთან ნამდვილად გამოვა მინდორზე ფავორიტის სტატუსით.. მადრიდელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მათ არაფერს ვუკარგავ, თუმცა ბოლო წლებთან შედარებით ისეთივე კომპაქტურები აღარ არიან.. იუვე კი პირიქით, ყველა კომპონენტში მოძლიერდა, გამოცდილება დააგროვა და ზუსტად იცის რას, როგორ უნდა მიაღწიოს..

ლაციო? ვიტყოდი რომ სიმეონეს გუნდს არ გაუმართლა მომავალ მეტოქესთან.. თუმცა, სიმონეს დიდი პატივსცემ და ვფიქრობ მას შეუძლია სიურპრიზის შეთავაზება.

დღევანდელი ინტერის პრობლემა გამოუცდელობა იყო და მეტი არაფერი.. გუნდი მოწყურებული ჩანდა ლიგას და ამ ემოციებმა თავისი დაღი დაასვა მათ სტაბილურობას.. მათ ყველაფერი წინ აქვთ, მთავარია საკუთარ ძალებში ირწმუნონ..

ჩავიბარებ თუ არა იტალიის ნაკრებს? შემოთავაზება იყო.. მაგრამ მომწონს რითიც ახლა ვარ დაკავებული და რაიმეს შეცვლას არ ვგეგმავ”- საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს Italpress-ზე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა რომა
ფორზა რომა
5 years ago

აამ დებილმა ბრუციანმა 1 სიტყვა რომაზე რატომ არაფერი არ თქვააა? თუ თქვენ არ დაწერეეთ :D

ფორზა რომა
ფორზა რომა
5 years ago

აამ დებილმა ბრუციანმა 1 სიტყვა რომაზე რატომ არაფერი არ თქვააა? თუ თქვენ არ დაწერეეთ :D

koba del piero giorgadze
koba del piero giorgadze
5 years ago

ალეგრი და მოურინიო საერთოდ განსხვავებული მახასიათებლების მქონე სპეციალისტები არიან ჟოზე უბრალოდ კეტავს თამაშს მაშინ როცა ალეგრის სწრაფად შეუძლია გუნდის გადაწყობა სწორედ ესაა განსხვავება იუვენტუსი ძალებს ზოგავს თუ გვინდა ტრიპლეტი იუვემ სწორედ ასე უნდა ითამაშოს თანაც ახალი არავისთვისა რომ იუვენტუსი უმატებს მაშინ როცა სხვა გუნდები უკვე გადაღლილები არიან

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სერია-ა.ში ჟოზესაც ექნებოდა ეგ შედეგი რაც ეხლა ალეგრის აქვს. სად პრემიერ ლიგის კონკურენცია და სად სერიალის. მითუმეტეს წინა წლებში. ეხლა კიდე არაუშავს) ან როდის უმატებს აბაა? შარშან მოუმატა სეზონის ბოლოს როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო? ნაპოლიმ და დიბალამ გვაჩუქეს შარშანდელი სკუდეტო თუ სიმართლე გინდა))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აუ ამის დროს რა მაგარი სასტავი გვყავდა და როგორ გაანიავა უაზროდ ის დრო. კაროჩე ამ 1-0ების ეპოქა წარსულს ჩაბარდა რა. მოურინიო მაგის მაგალითი და ალეგრიც ჩაბარდება იმედი მაქვს წლის ბოლოს) ახალი იდეინნი მწვრთნელია საჭირო!

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x