ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენტანკურის ემოციური ისტორია:”30 ნომერი დედაჩემის საპატივცემლოდ ავიღე”

როდრიგო ბენტანკურის თქმით, მას პანიკის განცდა შეექმნა, როდესაც შეიტყო რომ კარიერის გაგრძელება იუვეში მოუწევდა:

“როდესაც შევიტყვე, რომ კარიერის გაგრძელება აპენინებზე მომიწევდა, სიხარული და შიშის ემოცია ერთდრიულად მოვიდა.. ბევრი ფიქრები ტრიალებდა ჩემს თავში.. ანუ ახლა იტალიაში მამასთან ერთად მომიწევს წასვლა და ოჯახის დატოვება.. იტალიური ენის შესწავლა.. ო ღმერთო ჩემო რამდენი რამეა და შემიძლია კი? თუმცა, სიამაყის განცდამ ყველაფერი გადაფარა..

წარმოუდგენელი იყო სურათი, როდესაც პირველად შევაბიჯე იუვენტუსის გასახდელში და საკუთარი თვალით დავინახე პარტნიორები.. აი სწორედ მაშინ გავითავისე, რომ ფიქრი მხოლოდ გამარჯვებაზე კონცენტრირებული უნდა მქონოდა.. სხვაგვარად აქ ვერ ვიქნებოდი.

ბავშობაში ჩემს ძმას უჭირდა როდრიგოს თქმა და ლოლიგოს მეძახდა.. თუმცა, შემდგომ კიდევ შეკვეცეს და ლოლის.. ასაკთან შედარებით მუდამ უფრო მაღალი ვჩანდი.. ყოველი გამარჯვების შემდგომ მამაჩემს საბუთებს თხოვდნენ, რომელიც ადასტურებდა ჩემს რეალურ ასაკს..

რატომ 30 ნომერი? ძალიან დიდი დატვირთვა აქვს პირადად ჩემთვის.. ტურინში გადმოსვლამდე ვითხოვე ეს ციფრები.. ბოკაშიც ანალოგიური ნომრით ვირჯებოდი.. 30 არის დედაჩემის დაბადების დღე.. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც იგი გარდაიცვალა.. დარწმუნებული ვარ ის ზემოდან მიყურებს და ჩემთვის წარმატებები მოაქვს!

გადმოსვლამდე იუვენტუსის პერსონალს ვესაუბრებოდი. ამ ყოველივეს 18 თვიან მოსამზადებლ პერიოდს შევადარებდი.. საკმაოდ გამხდარი ვიყავი და მოკლე დროში 6 კილოგრამი კუნთოვანი მასის მომატება მოვახერხე.

რონალდუზე მხოლოდ საუკეთესოს თქმა თუ შემიძლია.. მას პირველად პორტუგალია – ურუგვაის დაპირისპირების წინ შევხვდი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც უამრავ ადამიანში გამომარჩია და სახელით მომართა. ტურინში ხილვისას კი ვიფიქრე, რომ კრიშტიანო ნამდვილი ცხოველია! დააკვირდით მის სამუშაო სესიას და ჩემი სიტყვების სისწორეში თავადვე დარწმუნდებით. მუდამ 100%-ით იხარჯება!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

კარგი იგროკია,მაროტას აქტივშია,ტევესის წასვლა ღირდა ამისთვის ალბათ,გაამართლა და კარგია ძალიან

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x