ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

შეშლილს როგორც ყოველთვის მოცულობითი წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამოუვიდა:

“რომასთან შეხვედრას თუ სრული სერიოზულობით არ მივუდექით, მერწმუნეთ მეტოქისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.. ნამდვილად არ ვიცი ჯეკო-შიკის დუეტით შეგვიტევენ, თუ არა რადგან მათ რიგებში ისედაც და ასედაც არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან..

უნდერი ძალიან სახიფათოა.. გამოვარჩევდი ძანიოლოს.. კლიუვერტს.. ელ შარავის.. ერთი სიტყვით დი ფრანჩესკოს რიგებში მაღალი დონის პროფესიონალები არიან, რომლებთანაც ხუმრობა არ გაგვივა.. თავად ეუსებიო იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა და შარშანდელ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია.. მას მოუწევს ახლაც რომას გადატვირთვა, რადგან ელემენტარულად ლიგის საგზურისთვის მინიმუმ 65 ქულის დაგროვება მართებს.

შემადგენლობასთან დაკავშირებით შემიძლია გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ.. თუმცა, უფრო ზუსტი ცნობები მაშინ მექნება როცა მეტოქის შემადგენლობა მეცოდინება.. რიგ შემთხვევებში სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩემი კონკრეტული გადაწყვეტილებები. სპინაცოლაზე ბევრი ითქვა.. წავა თუ არა იგი არენდით ცალსახად კუადრადოზეა დამოკიდებული. არაა გამორიცხული კოლუმბიელს ოპერაცია დაჭირდეს..

სხვა მხრივ სასიხარულოა ის ფაქტი რომ ხედირა გვიბრუნდება. ფორმაში იმყოფე ემრე ჯანიც რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ტორინოსთან დაპირისპირებისას.. რაც შეეხება ისევ და ისევ სპინაცოლას იგი მართლაც კარგ კონდიციებში იმყოფება.. ლეონარდო მზადაა მოედანზე გამოვიდეს, მაგრამ ხვალ დე შილიოს და სანდროს იხილავთ დაცვის ფლანგებზე.

რონალდუ? რომასთან აუცილებლად იასპარეზებს.. გეტყვით, რომ უახლოესი ორი დაპირისპირებიდან ერთ-ერთში დაისვენებს.. სატრანსფერო ამბები? სანტასთვის არაფერი მითხოვია.. მე და ანიელიმ ერთმანეთს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვეთ.. ბუნებრივია წლიდან წლამდე ჩვენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ და განვლილ პერიოდს ანალიზს ვუკეთებთ. ფაქტია, ახლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x