ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპინაცოლას მომავალი კუადრადოს ხელშია

ლეონარდო სპინაცოლას ტურინული მომავალი სრულად არის ხუან კუადრადოს ხელში:

საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე კოლუმბიელი ფეხბურთელი იუვენტუსის მედ პერსონალთან ერთად მიუნჰენში იმყოფება, სადაც დეტალურ კონსულტაციას გადიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სამხრეთ ამერიკელს მარცხენა მუხლზე აქვს პრობლემები და გერმანელებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა სქემით აპირებს კუადრადო სარეაბილიტაციო პერიოდის გავლას.. თუ უახლოესმა ტესტებმა დადებითი პასუხი არ აჩვენა, მაშინ მას ქირურგიული ჩარევა მოუწევს, ხოლო აღდგენითი პროცესი 2 თვემდე გაგრძელდება.

ასეთი რადიკალური ნაბიჯის შემთხვევაში სპინაცოლა რომელსაც უმძიმეს ტრავმა აქვს გადატანილი და სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე გაიარა, ტურინში დარჩება და გუნდს სეზონის მეორე ნახევარში აუცილებლად დაეხმარება. მაქსმა გუშინდელ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე თავადვე დაადასტურა ეს ყოველივე:

“სპინაცოლა ძალიან კარგი მახასიათებლების მქონე მოთამაშეა, რომელმაც შავი პერიოდი უკან მოიტავა. დაგვტოვებს თუ არა არენდით? ეს დიდწილად კუადრადოს მდგომარეობაზეა დამოკიდებული.. თუ მას ოპერაცია დაჭირდება, მაშინ სპინაცოლა გუნდში დარჩება..

ლეონარდოს ახლა სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება, რათა ფორმა რაც შეიძლება მალე აღიდგინოს.. მას უახლოეს მატჩში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა რომასთან დაპირისპირებისას სანდროს და დე შილიოს მივცემ თამაში ჩართვის უფლებას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x