ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობას დედაქალაქელთა წინააღმდეგ ტრადიციულად გამომცემლობა ტუტოსპორტი გვიზიარებს, რომელიც ბოლო ხანებში საკუთარ პროგნოზში აღარ ცდება:

წინა შეხვედრასთან შედარებით, კარს პოლონელი შესნი დაიცავს, რომელსაც ტურინული დერბის ხილვა სათადარიგოთა სკამიდან მოუწია.

დაცვის ხაზშიც გარკვეული ცვლილებები იქნება.. მარჯვენა ფლანგზე ჟოაო კანსელუს არ ყოფნაში უკვე მეორე მატჩია ზედიზედ მატია დე შილიოს ვიხილავთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიელი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. შარშანდელ სეზონთან შედარებით პროგრესი სახეზეა.

ცენტრალურ დუეტს ამ შეხვედრაში, როგორც ტუტოსპორტი გვარწმუნებს არა ბონუჩი-კიელინი, არამედ ბენატია-კიელინი შექმნიან.. მაქსმა განაცხადა, რომ კიელინი იასპარეზებს, მაგრამ ვინ იქნება მეორე ჯერ კიდევ მოფიქრება მოუწევს და ეს დიდწილად:“იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ვის დააყენებს სასტარტოში თავად დი ფრანჩესკო”..

მარცხენა ფლანგზე ბედნიერი, პოზიტიური და როგორც იქნა სათანადო “კონტრაქტ მიღწეული” ალექს სანდრო გაირჯება. ვნახოთ, როგორ ზეგავლენას მოახდენს მასსზე ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი სერია ა-ს ტოპ 10 შემოსავლიან ფეხბურთელებს შორის შევიდა ახალი ხელშეკრულების საფუძველზე.

შუახაზის ჩამოყალიბებამდე გეტყვით, რომ ტურინული გაზეთის მტკიცებით საქმე გვექნება 4-3-3 ფორმაციასთან.. შესაბამისად მოედნის ცენტრში უნდა ველოდოთ ბენტანკურის, პიანიჩის და მატუიდის ხილვა.. ამის ფუფუნება ამჯერად ალეგრის აქვს, რადგან მის განკარგულებაში სკამზე ხედირა და ემრე ჯანიც იქნებიან, რომლებმაც ტრავმები საბოლოოდ მოიშუშეს.

რაც შეეხება შეტევას.. დიბალა ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვიხილავთ, ხოლო მის წინ ტრადიციულად მანჯუკიჩი და რონალდუ იასპარეზებენ. საგულისხმოა მაქსის ერთი კვირის წინანდელი განცხადება პორტუგალიელ შემტევთან მიმართებაში.. მან თქვა რომ “რონალდუ სამი მატჩიდან ერთ-ერთი დაისვენებს”.. რომასთან დაპირისპირების წინ კი “რონალდუ ორი უახლოესი მატჩიდან ერთ-ერთი სკამზე დარჩება”.. ნელ-ნელა იკვეცება რაოდენობა და საინტერესოა, რომელ დაპირისპირებაზე საუბრობს შეშლილი..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x