ფრანგული და იტალიური მედია:”პსჟ 80 მილიონის მინუსში არის”
არაერთი გავლენიანი წყარო იუწყება, რომ ფრანგულ პსჟ-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები ექმნება ფეირ-პლეისთან დაკავშირებით:
მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების ფონზე, შემოსავალი იმდენად მწირე აღმოჩნდა შენაძენებთან შედარებით, რომ ახლა სხვაობა არის 80 მილიონი!
შესაბამისად, პარიზელებს ახლა გარკვეული სვლების გაკეთება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უეფასგან კონკრეტულ სანქციებს ვერ აცდებიან..
ამიტომაც გავრცელდა ხმები, რომ ტურინი პოლ პოგბასთან გართულებული სიტუაციის ფონზე (იუნაიტედიდან მოურინიოს წასვლამ მცირედიდ ჩააცხრო ხმები ფრანგის გუნდიდან წასვლაზე) არაა გამორიცხული მარკო ვერატის ტრანსფერზე გადაერთოს..
გატუზო გასაშვებია სასწრაფოდ სანამ გუნდს ლიგაზე გასვლის შანსი კიდევ აქვს. საკმარისი დრო მიიღო მაგან მაგრამ მწვრთნელობა მარტო ემოცია არაა.
ან რა ჯანდაბა უნდა ლიგაზე ამ გუნდით? ვის რა … უნდა მოჭამოს)) ამ გუნდით ნებისმიერ ჯგუფში ჩარჩება
კარგი ამბავია ადიდასი მხრიდან კონტრაქტზე. ეს ამბავზე დიდი ხანია იწერებოდა რედიტზე და როგორც იქნა შედგააა. არც მეპარებოდა ეჭვი, ამაზე დიდი გავლენა რონიმ მაგრა იქონია აი რას ნიშნავს კლუბში გყავს მეგა ვარსკვლავი და არა ცხენდირა *ლენდირა და მისი ძმები
და მაინც ალეგრის და ხედირას დ.შ
ვერატის მოსვლა საოცარი იქნება
მადლობა რეალისტი.როცა გინდა შეგიძლია კარგი ურთიერთობა.გეთანხმები მე რეჯისტა გვჭირდება.პიანიჩზეც გეთანხმები
ლექსო მართალი ყოფილხარ
იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსსა“ და Adidas-ს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანული კომპანია „იუვეს“ ტექნიკური სპონსორი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება.
ძველი კონტრაქტი 2021 წლამდე იყო გათვლილი და შესაბამისად, 6 წლით განახნგრძლივდა. განახლებული პირობების თანახმად „იუვენტუსს“ Adidas-ი 8 წლის განმავლობაში 408 მილიონ ევროს გადაუხდის (სეზონში 51 მილიონს). აღსანიშნავია, რომ განახლებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა.
ვერატი მაგრა მევასება, იმედია მართალია, პიდბულივით არის კაცს ფეხზე რომ დაჯდება არ შორდება.
და პირველი პასი აქვს ძალიან მაგარი
ან პოგბა ან სავიჩი. ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ცენტრი გვჭირდება და არა ტრავმიანი ვერატი.
ან ვაბშე ტონალი მოიყვანონ და მისცენ შანსი. ეგაა პირლოს სტილის ფეხბურთელი. კარგი შორეული პასი, თავდაჯერებული დრიბლინგი და მოედნის ხედვა აქვს. ნაბი კეიტა მასე დააყენა ლივერპულმა და თამაშობს მშვენივრად. მართალია მილანისტაა მაგრამ გავაშავთეთრებთ
ეს მოიყვანონ და სუპერ გუნდი გვეყოლება.

მე იმ აზრის ვარ რომ იუვეს მეაცები კი არა ნამდვილი რეჯისტა ჭირდება რადგან პიანიჩი არ არის მაგ სტილის და ტყულა წვალობს იქ