ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

მატჩის დასრულებისთანავე ალეგრის ჟურნალისტებმა შთაბეჭდილებების გაზიარება თხოვეს:

რთული დაპირისპირება იყო.. სხვანაირს რომასთან შეხვედრაში არც ველოდი.. თუმცა, პირველ ტაიმში მათ ნაკლები პრობლემები შეგვიქმნეს, რაც დიდწილად ჩემი შეგირდების დამსახურებაა..

მქონდა კონკრეტული მითითება, რომ მათ შუახაზასსა და კონკრეტულად დაცვის ხაზზე დიდი პრესინგი განგვეხორციელებინა.. ჩემმა ფეხბურთელებმა ეს იდეალურად გააკეთეს და პირველ ტაიმში არაერთი მომენტი შევქმენით.. რაც შეეხება გოლებს, არის პერიოდი როდესაც ბურთი უბრალოდ არ შედის კარში..

მეორე ტაიმში თამაში ოდნავ შეიცვალა და ფეხბურთულებეს ვთხოვე უკანასკნელ 40 მეტრში მეტო ყურადღება გამოეჩინათ.. მანჯუკიჩი რომ შეუცვლელი ფიგურაა ამას ისიც მოწმობს, თუ რამდენს იღებს ის გუნდისთვის თითოეულ შეხვედრაში.. ხორვატი არამარტო ფიზიკური კონდიციების კუთხით არის პროდუქტიული, არამედ ტექნიკური არსენალითაც.. მას შეუძლია გუნდს კომფორტული გარემო შეუქმნას.

დიბალა? ბოლო ხანებში მისი პროგრესი სახეზეა.. დღევანდელ შეხვედრაში, საკმარისი იყო ბურთის ამოტანაზე პრობლემა შეგვქმნოდა, რომ სწორედ არგენტინელი ჩადიოდა უკან და ეხმარებოდა მცველებს ან შუახაზელებს რთული ამოცანების ამოხსნაში. შეცვლა? შესაძლოა გაბრაზდა, რაც მის პროფესიონალურ ხასიათზე მიგვითითებს..

ჩემპიონთა ლიგა? ატლეტიკო რთული მეტოქეა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.. ჩემპიონთა ლიგამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა უკვე აქედანვე უნდა ითქვას, რომ ქომაგებს საინტერესო 180 წუთი გველის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ალეგრი ჭკვიანად იქცეოდი ატლეტიკო რთული მეტოქეა მარა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არაა გთხოვ არც სახლში არც გასვლა ნიჩიაზე გუნდი არ ათამაშო მხოლოდ შეტევა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ასეთი თამაშებისას ყოველთვის შეგაქებ,აი ასე უნდა თამაშობდეს იუვე,გოლების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხარისხი

dato777
dato777
6 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x