სიტუაცია რემზისთან და ისკოსთან მიმართებაში
არ წყდება საუბრები ნახევარმცველებთან დაკავშირებით:
იტალიური მედიის მტკიცებით ტურინელები კვლავინდებურად მუშაობენ მაღალკვალიფიციური შუახაზელის გასაფორმებლად..
ბიანკონერის ინტერესთა სფეროში პოლ პოგბას გარდა იმყოფებიან ასევე აარონ რემზი და ისკო ალარკონი..
პირველს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება.. ეს ინფორმაცია თქვენთვის ახალი არ არის, რადგან რამდენჯერაც უელსელზე დაიწერა, იმდენჯერ აღვნიშნეთ..
როგორც ირკვევა პარატიჩი მოთამაშის აგენტთან უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.. თუმცა, კონკურენცია მაღალია და თან ფეხბურთელი გარანტირებულ ადგილს ითხოვს, რისი უზრუნველყოფა ამ ეტაპზე იუვეს ძალზედ უჭირს..
ისკოს საკითხი არა ზამთარში, არამედ ზაფხულში გადაწყდება.. დამოკიდებულია თუ არა მწვრთნელის თემაზე? ბუნებრივია.. სოლარისთან აშკარად არ აეწყო ურთიერთობა, მაგრამ ზიდანის პერიოდშიც ისკოს მაინც და მაინც გარანტირებული სასტარტო ადგილი რომ არ ჰქონია ესეც ხომ ფაქტია? ამ ლოდინ-ლოდინში ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი წლები უკან რჩება და ამიტომაც ესპანელს მადრიდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი..
იუვე ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და ფეხბურთელის აგენტთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს.. როგორც კი დასრულდება სეზონი პარატიჩი მოქმედებაზე გადასვლას აპირებს, რადგან ესპანელი ფეხბურთელი ტურინს ძალიან ესიმპატიურება..