ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს დედაქალაქელებთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:
შესნი – 6 – რომა მას მხოლოდ იდეებით თუ დააფიქრებს, რადგან შესრულების კუთხით დედაქალაქელებს პრობლემები ჰქონდათ.. თუმცა, მანოლასის დარტყმულზე მან ძალიან საიმედოდ იასპარეზა და შეიძლება ითქვას, Slow Motion კადრისთვის იდეალური ნახტომი განახორციელა.
დე შილიო – 7 – იმდენად მომატებული აქვს, რომ კანსელუს სასტარტო გარანტირებული ნამდვილად არა აქვს.. მარჯვნივ თუ მარცხნივ მატიასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.. იტალიელი მცველი თანაბრად კარგია როგორც შეტევაში ასევე დაცვაში.. შესაძლოა ის ისეთივე ვირტოუზულად არ მოქმედებს, როგორც პორტუგალიელი, მაგრამ არის აკადემიურად მოთამაშე და რაც მთავარია ზუსტი.. საგოლე გადაცემა მანჯუკიჩზე ამ ყველაფრის მშვენებაა.
ბონუჩი – 6 – მშვიდი და არაფრით გამორჩეული მატჩი.. იმდენად მოსაწყენი იყო რომაელთა მცდელობები, რომ ლეოს არაფერი განსაკუთრებულის დემონსტრირება არ მოუწია.
კიელინი – 6.5 – იყო ეპიზოდი როდესაც შეცდა ბურთის ატანისას, მაგრამ მეტოქემ ვერ გამოიყენა.. სხვა მხრივ როგორც ხმელეთზე ისე მეორე სართულზე არავის არაფრის იმედი არ დაუტოვა.
ალექს სანდრო – 6.5 – ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულად.. ახორციელებდა პრესინგს მეტოქის ნახევარზე, რის შედეგადაც გუნდს ბურთი არაერთხელ მოუპოვა.. შეეძლო გატანა, მაგრამ როგორც ჩანს მასში ფორვარდის საშემსრულებლო ოსტატობა მაინც და მაინც არ არის.. მარცხენა ფლანგს სრულად აკონტროლებდა.. იმ დონეზე აკონტროლებდა, რომ სხვა ზონაშიც გადადიოდა და მეტოქეს თავსატეხს უქმნიდა. ერთი სიტყვით კონტრაქტის გახანგრძლივება საუცხოო თამაშით აღნიშნა.
ბენტანკური – 6 – რიგ შემთხვევაში გეგონებათ, რომ პოზიცია დაკარგა და აიჭრა. მაგრამ ეს ასე არ არის.. ურუგვაელი ცივ-სისხლიანია და ეფექტურად მოქმედებს. მისი გადაცემა რონალდუზე აღსანიშნავია, როდესაც პორტუგალიელმა შორეულ კუთხეში გაუშვა ბურთი.. კეტავს თავისუფალ ზონას და ინარჩუნებეს მაღალ ტემპს.
პიანიჩი – 6 – ორი უხეში შეცდომა ბურთის ატანის დროს.. სხვა მხრივ ბოსნიელი არ ბრწყინავს, მაგრამ გუნდს რთულ ვითარებაში ეხმარება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყავს ხოლმე.
მატუიდი – 6.5 – პირველ ნახევარში თუ რომა იშვიათად ფლობდა ბურთს, მისი დამსახურება დიდია.. პირველშიც და მეორეშიც ჩაჭრის კუთხით ორივე გუნდიდან საუკეთესოა.. ფრანგი დაცვით მანევრირებაში იმდენად უშეცდომო იყო, რომ რომაელები აღარც კი ცდილობდნენ მისი ზონიდან შეტევას.
დიბალა – 6.5 – პირველ ნახევარში ზუსტად ასრულებდა ალეგრის მოთხოვნებს.. ბურთის სწრაფი ცირკულაცია ნახევარდაცვიდან თავდასხმაში.. მინიმალური შეხება და ზუსტი დიაგონალური გადაცემები პარტნიორებზე.. მასსზე მეტოქე არაერთხელ დაჯარიმდა და შემდგომ მინდორი კოშტას დაუთმო. მწვრთნელის მითითება დიბალამ კარგად შეასრულა.
რონალდუ – 6.5 – დიახ, კი ვერ გაიტანა რომელიც ოლსენ “ბეტმენი”-ს დამსახურება უფრო იყო, რომელმაც ორი საკმაოდ კარგი სეივი დადო მის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი მოედანზე ყოფნა ბევრს ნიშნავს.. მუდამ დაძაბულობაშია ჰყავს დაცვის ხაზი.. რომ არა მატუიდის მხრიდან წესების დარღვევა კოშტაზე საგოლე გადაცემასაც მიითვლიდა.
მანჯუკიჩი – 7.5 – ხორვატის გოლების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.. მას გუნდისთვის მნიშვნელოვანი ბურთები გააქვს და ამით თანაგუნდელებს სიმშვიდის განცდას სძენს.. დი ფრანჩესკომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდში 11 მანჯუკიჩს ისურვებდა.. ალეგრის მხოლოდ ერთი ჰყავს და მას ეფექტურად იყენებს.
ალეგრი – 7.5 – ტაქტიკურად მაქსმა დი ფრანჩესკოს მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.. იდეალურად გათლილი ორივე ტაიმი, რომელიც ტოსკანელის აქტივში ჩაიწერა.
მთლიანად გუნდი იყო კარგი კიდე
იუვეს ბიმბარდირი ბოლოს დელ პიერო იყო თუ არ ვცდები
Golebis gatana martla uchirs juves, bolos rodis gvyavda seria a-s bombardiri agar maxsovs, 15 welia gunds vbaleshikob da wels ise dsviwyet sezoni martla vfiqrobdi rom es juve yvelaze dzlieria metqi wina wlebtan shedarebit, bolo tamashebia titqos motivacia gaqra