პარატიჩი მანოლასის ტრანსფერზე მუშაობს
კოსტას მანოლასთან მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაშია შესული:
როგორც სქაი სპორტი იტყობინება ბერძენი უკანახაზელი მომავალ სეზონს ტურინის იუვენტუსში დაიწყებს.
ფაბიო პარატიჩი უკვე დიდი ხანია მანოლასის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც დიდი შანსია მედჰი ბენატიას შემცვლელად მივიდეს..
მაროკოელი არ მალავას უკმაყოფილებას არსებული ყოფით და ფაქტიურად გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებთან.
მანოლასს კი თავის მხრივ მობეზრდა უამბიციო კლუბში ყოფნა, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ უიმედოდ გამოიყურება ყველა ფრონტზე.. ამ ცნობებს იტალიური მედია ავრცელებს ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით.
კარგი მცველია