ფაბიო პარატიჩი რონალდუს ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
ფაბიო პარატიჩი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გუნდმა კრიშტიანო რონალდუ გაიფორმო. გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ, რადგან ფაბიო ამ მოვლენებს დეტალურად აღწერს:
“საქმის გაკეთება იოლი იყო, რადგან თავად პორტუგალიელს კარიერის გაგრძელება ერთადერთ კლუბში – იუვენტუსში სურდა! ვფიქრობ, მან ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ – 25 მაისს მიიღო.. მან თქვა, რომ თუ არის იუვენტუსის შესაძლებლობა, მაშინ იგი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს!
როდესაც ჟოაო კანსელუს ტრანსფერს მენდეშთან ერთად გავდიოდით, მან შემდეგი რამ მითხრა:”ვერ დაიჯერებთ, მაგრამ რონალდუს იუვეში სურს გადმოსვლა!”.. დიახ, რთულია დაჯერება, მაგრამ უფრო რთული ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა იქნება..
საბედნიეროდ ანიელი ჩვენს აქტიურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს, რადგან იუვენტუსი მისთვის უბრალო კლუბზე მეტია! მასთან დაკავშირება პრობლემას არასოდეს წარმოადგენს.. სულ ჩვენს გვერდით არის ან თუ არ არის მუდამ ხაზზეა..
მივედი ანიელისთან ოფისში და ვუთხარი რომ:”მნიშვნელობა თემა მაქვს, მაგრამ უმჯობესია იქნება თუ ბოლომდე მომისმენ..” წარმოიდგინეთ როგორია როდესაც მიდიხარ პრეზიდენტთან და ეუბნები, რომ კრიშტიანო რონალდუს ჩვენთან სურს კარიერის გაგრძელება..
ინფორმაცია ძალიან კარგი იყო, თუმცა გასათვალისწინებელი გახდა სხვა ასპექტები.. ანდრეამ ყველაფერი ზუსტად დაინახა.. მას უკვე სქემა ჰქონდა წარმოდგენილი რა და როგორ უნდა განვითარებულიყო.. მისი ოფისიდან გამოვედი თუ არა კვლავ მალევე შევხვდი.. მითხრა, რომ 2-3 დღე მიმეცა პასუხისთვის.. მაგრამ ზუსტად სამ საათში დამირეკა!
კონტრაქტის გასაფორმებლად მადჯიორიზე ვილა მთელი დღით ვიქირავეთ, სადაც იუვენტუსის გუნდი და ფეხბურთელის გარემოცვა შეიკრიბა..
მაროტა? ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვავსებდით.. მე მებარა ტექნიკური საკითხები.. აგენტებთან ურთიერთობა, სკაუტინგი და ფეხბურთელების მოძიება. შემდგომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.. მაროტა უსაზღვროდ საპატივცემლო პიროვნებაა. ბეპე ფეხბურთში ჩინებულად ერკვევა, ისევე როგორც ციფრებში.. წინასწარვე იცოდა, სადამდე შეეძლო მოლაპარაკებებს გაგრძელება.
ყველაზე მთავარია ის ფაქტი, რომ მასთან მუშაობა სასიამოვნო და კომფორტული იყო.. მე უკანასკნელ წამამდე მიმყავდა ყველაფერი, ხოლო იგი მეხმარებოდა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა..
ყვეალზე რთულად განსახორციელებული ტრანსფერი ტევესის იყო.. ჩვენ მასზე ჯერ კიდევ პირველი ტურინული სეზონის შემდეგ გავედით, რომელიც წარუმატებელი იყო.. გუნდმა ვერ გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე და ეს შეთანხმება რთულად წარმოსადგენი ჩანდა, რადგან კარგი ფეხბურთელების მოზიდვა ევროპული ტურნირის გარეშე წარმოუდგენლად რთულია.
მეორეს მხრივ კარლიტომ მომენტალურად გვიპასუხა.. “იუვენტუსში იმ შემთხვევაშიც გადმოვალ თუ კი ლიგაზე ვერ გახვალთ.. ეს ფაქტორი ჩემს გადაწყვეტილებაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს!”.. მაშინ გარიგება სულ სხვა მიზეზით ვერ დავხურეთ.. ფინანსური ასპექტი იყო უმთავრესი, თუმცა არამარტო.. ვინარჩუნებდით ერთმანეთის მიმართ კონტაქტს და ველოდით შესაფერის დროს. პირადად მე ყოველთვის მსურდა მისი შავ-თეთრ ფორმაში ხილვა.
კონტეს და ალეგრის სატრანსფერო სურვილები განსხვავებულია.. ანტონიოს ყოველთვის სურდა ისეთი ფეხბურთელების შეძენა, რომელთაგან ზუსტად იმას მიიღებდა რასაც ელოდა. ერთის მხრივ ეს სასიამოვნოა, რადგან სამუშაო მნიშვნელოვნად გიმსუბუქდება. ანტონიოს საკუთარი სათამაშო მოდული ჰქონდა და ბუნებრივია მასსზე მორგებულ ფიგურებს ვეძებდით.
ალეგრი განსხვავებული ტიპაჟია. მას უამრავი იდეა აქვს და გახსნილი პიროვნებაა.. მას უყვარს ფართო არჩევანი.. რაც მეტია გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მით კომფორტულად გრძნობს მაქსი თავს. შესაბამისად ასეთ დროს სატრანსფერო სამიზნეთა რიცხვი არნახულად დიდია.
ჩემპიონთა ლიგა? ეს ჩვენი ამბიციაა და არა უაზრო აკვიატება”.
ხოდა მადა ჭამაში მოდის)) კიდევ გვინდა 1-2 მეგა ტრანსფერი და მერე მართლა დავამყარებთ ჰეგემონიას!
კი ბატონო მართალი ხარ